თავისუფლება
33, Tbilisi, Georgia

თავისუფლება, ამ სიტყვაზე მახსენდება ჯანსუღ ჩრკვიანის ცნობილი სიმღერა "თავისუფლება ლომთა ხვედრია" მართლაც, რომ ერთი შეხედვით ბანალურია. ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე თუ რა არის თავისუფლება? ამაზე ხშირად მახსენდება "ჰიპების" ცნობილი მოძრაობაც. ბავშობიდან არ მომწონდა ეს ჭუჭყიანი ფაცეფისტები, შემდგომში მათ იდეოლოგების ნაწერებს კესიდი ნილს, ბაეზ ჯოანს, აუზლის ბაშრომებს გავეცანი, ეს უფრო დახვეწილი სიტემაა, რომლის მთავარი სამი პოსტულატი ადვილი დასანახია, ესენია: ჩვენ ვართ საზოგადოებისგან განსხვავებულნი (რასაც ჩვენი ჩაცმულობით და ვიზუალით გამოვხატავთ), ჩვენ ჩვენს აგრესიას ვკლავთ (ნარკოტიკული ნივთირებების, ალკოჰოლური სასმელების ჭარბი საშუალებებით), შემდგომ ამას ვუწოდებთ პაცეფიზმს, ვუსმენთ ენერგიულ როკ-მუსიკას. არც ეს მომწონს. მერე რამდენიმე ხელოვანის ნაშრომებს გავეცანი, მაგალითად: ტრუმენ კაპოტეს, თომას მანის, ჰემინგუეის, ჰესეს აზრებს, რომელთა ძირითადი არსია თავისუფლება - ეს არის ხელოვნება, ამასაც ვერ ვეთანხმები რადგან დავინჩის, სტანისლავსკის, ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, დოსტოევსკის, პიკასოს, სალვადორ დალის, სტრადივარიუსის, ბახის, მოცარტის, ლუი ამსტრონგის, ან ბიბი კინგის ხელოვნებაც ეს გარკვეულ წესებს დამორჩილებული ხელოვნებაა, რომლის მიხედვითაც ჩვენ მათ ჟანრების დიფერენციაციას ვახდენტ და ჟანრობრივ კატეგორიებად ვყოფთ. აბა რა არის თავისუფლება??? მთები, ჰაიკი, არ მგონია ესე, ბევრჯერ ვარ ნამყოფი მთაში და მიყვარს კიდევაც სიარული ის ჩემს თავთან შეჯიბრი უფრო მგონია ვიდრე ვიდრე რამე სხვა...

ამჟამად ბიზნეს სივრცეში ვმოღვაწეობ, ერთ ერთი ბიზნესის მომსახურე პერსონად, ჩემი თავისუფლება არ ის არის რასაც ვაკეთებ, მაგრამ ძალიან მომწონს რასაც ვაკეთებ იმას, შეხვედრები, სტრატეგიები, დაგეგმარება, მოლაპარაკება, ფულის შოვნის გზები , რეალურად კრეატივის საფუძველზე ვუზრდი მოგებას ფირმის ინვესოტრებს. კრეატივიც არ არის თავისუფლება, რადგან საბოლოოდ მაინც რაღაც მიმართულებას ვაძლევ მას.
აინშტაინის სიტყვებია : "ყველაფერი გენიალური ძალიან მარტივია", ამიტომ ჩემი სუბიეტური აზრია, თავისუფლება არის ის რის უფლებასაც მისცემ ადამიანი შენს თავს, რის იქითაც ვერ გადახვალ, ამას ადამიანური მორალი და აზროვნების საშუალება არ მოგცემს. საკმაოდ მძიმე ჯვარი ყოფილა თავისუფლება. სიმართლე გითრათ ძალიან ძალიან მძიმე ტვირთი. ამიტომ არასდროს ვცდილობ გენიოსობას, მიღებული წესების დამსხვრევას, უბრალოდ არ ვარ ჩემი თავისუფლების ხმამაღალი გამომხატველი, ის ჩემთვის მიუღწეველია და ვდილობ წესების დაცვიტ მივიდე იქამდე, იმ მცნებამდე, იმ ოცნებამდე, იმ უტოპიამდე , რასაც თავისუფლება ჰქვია

88 skatījumu
 
komentāri
Anastasia Sopo Petra 07.12.2016

მაიკო მიუხედავათ ჩვენი აზრების რადიკალური განსხვავებისა, მაინც მიხარია, რომ რამეში მაინც მივაღწიეთ კონსენსუსს :-)

mariami111111 13.12.2016

Getanxmebi :))

BenjamineDupont 08.12.2016

Its perfect. I put a lock on my gallery, so now when my friends try to get in my pictures, they can't because they don't know the password that they have to put in. This must be the best applock. http://bit.ly/blogleo1

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes