08.02.2013
...
32, Tbilisi, Georgia

რა დამაძინებს, რა დამაძინებს...

უსაშველოა წუხილი ჩემი.

შენი თვალების ზღვაში ჩავძირე

იმედისა და ოცნების გემი.

ვერ დამათრობდა კარგ თამადაც _

ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე.

რატომ შემხედე ასე თამამად,

თვალები რატომ შემომანათე...

მას მერე ჩემთვის ყველან ღამეა

და ყოველ წუთად უფრო ღამდება.

ჩემი სიმღერაც განა რამეა,

ოღონდ ეგაა - არ დამთავრდება.

რა დამაძინებს... რა დამაძინებს...

უკვე მეძინა მე ჩემი წილი...

მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ -

არ გეღირსება შენც ტკბილი ძილი.

4 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes