თუ გინდა გეტყვი,გეტყვი "ძალიან"
33, Tbilisi, Georgia

შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით,
წელმოწყვეტილი იები მტკივა შენ მაპატიე,
თუ შემიყვარდი..
წუხელის წვიმამ დატბორა გზები
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში..
იასამნებად გეტყობა წლები 
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი..
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია..
მიყვარხარ – ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი,გეტყვი "ძალიან" !

49 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes