ეს პოლიტიკურად დაბრმავებულ კონჩენტინებს))
43, Tbilisi, Georgia

-რაღაც უნდა გითხრა კონჩენტინა.

-რომელი ყოფილხართ კალაბრიაში? ...

-მე არა..

კალაბრიაში კლდოვანი ძალიან ძნელად, უძნელესად დასამუშავებელი მიწაა. რკინის მძიმე, წვეტიანი ლომი უნდა ურტყა, თუ დამუშავებას გადაწყვეტ. ყოველი გოჯი ეს, წამებაა. შენ კი კონჩენტინა... შენს თავს რომ ვაკვირდები, მიუხედავად აფუებული ვარცხნილობისა, მაინც ვხედავ შიგნით რა ხდება.

-რა?

-შენ ნაზი ტვინი გაქვს, აქა-იქ ნაოჭებით მკრთალად გადახაზული, მაგრამ შენი თოთო ტვინი გაცილებით ძნელად დასამუშავებელია, ვიდრე კალაბრიის მიწა. ერთი ბეწო რამე ადამიანური რომ შეგაგნებინო რკინის ლომიც კი არ მიშველის. რკინა, რომ ჩაგცხონ ღმერთმადაგიფაროსდა.. გულწასული მიხვდები რამეს?..

არადა ლაპარაკი თქვენ არ გასმით.

არც დარიგება,

ადამიანებში ხომ ვერ ერკვევით და ვერ ერკვევით და სხვა რა გიყო, რომელი მხრიდან მოგიარო კონჩენტინა..

60 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes