ჩემნაირი გოგოები არ უყვარდებათ
26, Tbilisi, Georgia

ჩემნაირი გოგოები არ უყვარდებათ.
ჩემნაირ გოგოებზე ფიქრში, არავინ ათენებს ღამეს.
ჩემნაირ გოგოებს არც წითელ ვარდებს ჩუქნიან, არც თეთრ გვირილებს და არც იასამნებს.
ჩემნაირ გოგოებს სიმღერებსაც არ უძღვნიან.
ჩემნაირ გოგოებს მეგობრებიც ტოვებენ.
მომაბეზრებელი ხდება გვერდით ჩემნაირი გოგოს ყოლა, ჩემნაირი ხასიათებით, ჩემნაირი სიტყვებითა და ჩემნაირი გრძნობებით.
და, უბრალოდ მიდიან.
უთქმელად, უსიტყვოდ, უკან მოხედვის გარეშე.
მიდიან და მათ ცხოვრებაში ჩემნაირი გოგო კი არა, ცარიელი ფურცელი რჩება, რომელზეც ახალი ამბის გადაწერა ისე შეიძლება, ძველის კვალიც რომ არ დაემჩნეს საშლელით გაუხეშებულ ფურცელს.
შემდეგ, ახსნა მხოლოდ ისაა, რომ ასეთი ხარ.
რომ თავიდანვე გაგაფრთხილეს.
რომ არ უნდა ნდობოდი ზედმეტად.
რომ არ უნდა გქონოდა იმედები, რადგან შენნაირი გოგოები ბოლოს ყოველთვის მარტო რჩებიან.
იმიტომ, რომ შენნაირები არიან.
ჩემნაირი გოგოები ბევრს იცინიან და ბედნიერებიც არიან. მარტივად ბედნიერები. ჩიტივით აფართხალებული გულით და აკანკალებული მუხლებით.
ბედნიერები არიან შენნაირებთან ყოფნით და ცდილობენ გახდნენ შენნაირები.
ბოლოს, იშლებიან.
საკუთარ თავსაც კარგავენ, იმასაც, ვისაც ემსგავსებოდნენ და გაგრძელების სურვილსაც.
ხვდებიან, რომ ვერასდროს მოიშორებენ იარლიყს. ვერასდროს გახდებიან სხვანაირები.
არასდროს შეიყვარებენ ისე, როგორც ამას მათნაირ გოგოებზე დაწერილ წიგნებში ყვებიან.
არასდროს მოექცევიან ისე, როგორც ამას მათნაირ გოგოებზე გადაღებულ ფილმებში აჩვენებენ.
და ნებდებიან.
შემდეგ წვანან ჩემნაირი გოგოები, ჩემნაირად გულაღმა და ჩემნაირ ფიქრებს ახრჩობინებენ თავს.
და იმ მომენტში, ვერც კი წარმოიდგენენ, სხვაც თუ შეიძლება იმავეს გრძნობდეს.
თუმცა, როგორი ჩემნაირი, შენნაირი, ან მისნაირიც არ უნდა იყო, ვერასდროს იქნება გრძნობა იგივე.
ცრემლები, შეიძლება.
ემოციებიც.
მიზეზებიც.
გრძნობები, არა.
არც გამოგონილი პრობლემები სჭირდებათ ჩემნაირ გოგოებს და არც ხელოვნურად შექმნილი ისტორიები.
ჩემნაირად ყოფნაც საკმარისია.
ისეთად, როგორიც უნდა ვყოფილიყავი, ალბათ, ყველაფერი რომ გამეგო.
ყველაფერი მეგრძნო.
და ბოლოს, მაინც გამეღიმა.
რადგან, ასე მოხდა და მე, ასეთი ვიქნები სულ.
მაშინაც, ჩემნაირი გოგოებიც რომ შეწყვეტენ ჩემნაირ ამბებზე წერას

191 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes