nostalgia mitevs
29, Tbilisi, Georgia

 გიჟად შერაცხილი სულის აკორდები ისევ პოეზიის მწვავე არითმია, სასმელს აყოლილი,ლექსად ნაბოდები ახლა ვაღიარებ,ის რაც არ მითქვია! მარტოდ დარჩენილი სევდას ჩავეხუტე მწარე რეალობა არსად გამითვლია. სითბო დამაკლო და ღამეს გავებუტე წუთის არსებობა წამად დამითვლია. სიტყვებს გაურითმავს ზიზღი მოვაშორე მუზამ აუხსნელად ხელი ჩაიქნია. მიდი ბედისწერევ მღვარე მოაგორე მაგრამ არ არსებობ,რადგან არ გიქნია... ასე ანაბარა ზეცას ვეჭიდები ჩემი კაროლები დამებს არ მიჭრიან. სათნო მოხუცივით ასაკს ვეჯიბრები პასუხს ველოდები:წლები სად მიდიან? გაურკვევლობაში ვეძებ გამოსავალს დროს ვინ გააჩერებს,მარდად ჩაივლიან. შვილებს დავუტოვებ ბილიკს, ღვთისკენ სავალს საფლავს შემყურე კი ცრემლებს დაითვლიან! ლექსად ვიღვენთები,რითმი განაბული ისევ პოეზიის მწვავე არითმია. ალბათ მომეძალა გიჟი სინანული, ახლა ვაღიარე,ის,რაც არ მითქვია!

116 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes