სიღარიბის 5 დონე
40, Kutaisi, Georgia

ნოდარ კაპანაძე: - სიღარიბე­ არის კეთილდღეობის ნაკლებობა. გამოვყოფ სიღარიბის ევოლ­უციის ხუთ დონეს: 1. ფიზიოლოგიური, ანუ ე.წ. შიმშილის სიღარიბე; 2. საშემოსავლო სიღარიბე; 3. არამონეტარული სიღარიბე (ხანგრძლივი მოხმარების ნივთები, ბაზისური კომუნალური ინფრასტრუქტურა, საცხოვრისი და ა.შ.); 4. სტრუქტურული სიღარიბე; 5. მენტალური სიღარიბე­. 

სიღარიბის თითოეული გამოვლინება საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს და გარკვეული ფენები სხვადასხვა დონეზე არიან მოწყვლადი. როდესაც ადამიანი არის შიმშილის სიღარიბეში, მისთვის ყველა სხვა სიღარიბის დონე გადაფარულია. თუ დასძლია შიმშილის სიღარიბე, შემდეგ ახალი ორიენტირები ჩნდება.


ქართულ ლიტერატურაში არის სიღარიბის დიაგნოსტიკა-ანალიზის ქრესტომათიული ნაწარმოები - ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი". სოლომონ ისაკიჩი შემოსავლების მიხედვით - არა, მაგრამ ცხოვრების წესით ღარიბი იყო. შემდგომ ის რაღაცას მიხვდა და სახლში საკვები გაგზავნა, ანუ პირველად­ დასძლია ფიზიოლოგიური სიღარიბე. ამის შემდეგ გააუმჯობესა კვების რაციონი, ჩაცმულობა...

მოკლედ, მეორე ეტაპზე დასძლია საშემოსავლო სიღ­არიბეც. ამის მერე სახლი გაარემონტა, კომუნალური მდგომარეობაც გაიუმჯობესა, ნივთიერი, არამონეტარული სიღარიბე­ დასძლია და სტრუქტურული სიღარიბის დაძლევაზე გადავიდა - ოპერაში წავიდა... მერე მიხვდა, რომ საზოგადოებაში გამოსვლაც უნდოდა და ალექსანდრე რაინდიძეზე თავისი შუშანიკას გათხოვება გადაწყვიტა, სულ ბოლოს კი გაახსენდა, რომ გვარში "ჯღანი" ერია, მაგრამ მენტალურ სიღარიბეს განიცდიდა და ამ "ჯღანს" ვერაფერი მოუხერხა. რომელ­იმე ეტაპზე სოლომონ ისაკიჩი იყო კმაყოფილი? ანუ ნებისმიერი სიღარიბის დაძლევის შემდეგ ახალი ორიენტირები ჩნდება.სიღარიბე არის საზოგადოებაში­ არსებული უთანაბრობის გამოვლინება ამა თუ იმ პარამეტრის მიხედვით. თუ ფიზიოლოგიური სიღარიბე მცირდება, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებაც შემცირდება, პირიქით, ის შეიძლება გაიზარდოს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ სტატისტიკა აჩვენებს სიღარიბის შემცირებას, მოსახლეობა კი ამას ვერ აღიქვამს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სიღარიბის შემცირება უკმაყოფილების შემცირებას არ ნიშნავს.

3 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes