ლაო ძი - სიცარიელე
58, Tbilisi, Georgia

  ოცდაათი მანა ერთ მორგვზე ბრუნავს.
მაგრამ ბორბლის არსს:
მორგვში მოქცეული სიცარიელე ქმნის.

ჭურჭელს თიხისაგან ამზადებენ.
მაგრამ ჭურჭლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.

კარ-ფანჯრებს კედლებში ჭრიან.
მაგრამ სახლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.

ჭეშმარიტად:
ვინცა შეიცნო ყოფიერი -
ვითარცა სავსება და ხილვადი:
მანვე შეიცნო არყოფნა -
ვითარცა სიცარიელე და უხილვადი.


22 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes