გეორგ თრაკლი - ელისს
58, Tbilisi, Georgia


ელისს

დაბურულ ტყეში გალობა შაშვის - მაცნეა შენი გარდაცვალების,
ო, ყრმაო ელის,
ტუჩები შენი ცისფერი წყაროს სიგრილეს სვამენ.

დაეხსენ ახსნას ფრინველთა ფრენის,
უძველეს მითებს...
შენი შუბლიდან ჩუმად ჟონავს წითელი სისხლი.

მაინც მიდიხარ მსუბუქ ნაბიჯით
ძოწის მტევნებით სავსე ღამისკენ,
მკლავებგაშლილი, მშვენიერი, მუქ სილურჯეში.

ეკალი რეკავს
სავსე მთავრეთა სიახლოვეს შენი თვალების.
ო, რა ხანია, ელის, აღარ ხარ.

შენი სხეული სუმბულია
და ვიღაც ბერი ნელა გეხება სანთლის თითებით.
შავი ექოა დუმილი ჩვენი.

მის წიაღიდან დრო და დრო ჩნდება მშვიდი ცხოველი
და ზანტად ხუჭავს უმძიმეს თვალებს
საფეთქლებს შენსას ეწვეთება კუპრივით ნამი

ჩამქრალ ვარსკვლავთა ოქროსფერი უკანასკნელი.

გეორგ თრაკლი

15 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes