31.01.2011
****
42, Tbilisi, Georgia

ვმუნჯდები დღეებით,ისეთი მშვიდია
და მინდა სიმშვიდეც
შენს თვალებს გაუჩნდეს,
ნეტაი,მოგცლია,რომ უსმენ ცხოვრებას,
ერთ ყურში შეუშვი,მეორე გაუშვებს.
...
ნუ უსმენ რას იტყვის ვიღაცა მოცლილი,
რა გზებით მოიტანს შენამდე საფიქრალს,
სათვალთვალოდან შორსა სჩანს ტკივილი,
შენც მასე უყურე,ქარი რომ გაიტანს..

თვალი ჩაუკარი სევდასაც ხშირ–ხშირად,
საათში სამოცჯერ უღიმე სიცოცხლეს,
მეგობარს უყვარხარ,სულელო,ქალბატონო,
მაგრად ჩაგიხუტებს და როგორც გინდოდეს...

მიუშვი ნებაზე ტლიკინსდამშეული
შენ კიდევ თვალებში ლურჯი ცა გიძღება,
არსებობს სიცოცხლე შენით და…ხო მათით,
მოგცილია,თუ ვინმე არიფი მიწვდება.

შეხედე დღეები როგორი მშვიდია,
მკლავებზე გისხედან,
დახედე ბეღურებს,
ცხოვრება ხომ მაინც არც ისე დიდია,
ნეტაი,მოგცლია, რას უსმენ ყველაფერს..

9 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes