[usernames]'s blogs

BESO575
25, Batumi, Georgia

26.10.2012

თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ

და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს

თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,

მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!

ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!

თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ

ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!

სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,

და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია

გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია

მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!



26.10.2012

ზამთრის ცივი დღეები იყო.ცოტათი ადრე დავკარგე იმ დროისათვის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი,რომელიც მთელ ჩემს სიცოცხლეს მერჩივნა,რომლის გვერდით ყოფნა, საუბარი სიცოცხლით მავსებდა.სული საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა.ღმერს შევთხოვდი სულ, ის მყოლოდა კარგად და ჩემს გვერდით,განუშორებლათ,სხვა არაფერი მინდოდა ამ ცხოვრებისაგან... გადატანილი განცდის მერე კი ჩემი ცხოვრება შეიცვალა.ამის გამოც დიდხანს ვერ მოვდიოდი გონს და ცხოვრება აღარაფრად მიმაჩნდა,თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო.აღარაფრის ხალისი,მისწრაფება,მიზანი აღარ მქონდა.რწმენა დამსხვრეული აღარც ეკლესიას არ ვეკარებოდი.თითქოს განაწყენებული ვიყავ უფალზე და წმიდანებზე.სულის ტკივილი მოსვენებას არ მაძლევდა, დამაცარიელა შინაგანათ და ასე გრძელდებოდა ეს პერიოდი.ასეთი გულ და სულდამძიმებული ერთ დღეს ავტობუსით ვმგზავრობდი,არაფრისმთქმელი მზერით ვათვალიერებდი ქალაქის ქუჩებში მოსიარულე ადამიანებს გულგრილათ.ამ ადამიანებში უეცრათ გამოიკვეთა ერთი დედისტოლა ქალი,რომელიც…


მათ ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს. როცა სამშობლოდან ძალიან შორს მყოფი, ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს მოწყვეტილი დარდს ვირტუალურ სამყაროში იქარვებდა. როცა პირველად გოგონას ფოტო ნახა, თვალი ვერ მოწყვიტა. ძალიან ლამაზი არსება თბილი მზერით უმზერდა,სანდომიანი გიმილი აღბეჭვდოდა სახეზე. წითელი მოსასხამი კიდევ უფრო აცისკროვნებდა მის სილამაზეს.დიდხანს უმზერდა აღტაცებული საოცრად ახლობელ ადამიანად ეჩვენებოდა, თითქოს მისი სულის დაკარგული ნაწილი ეპოვოს და ენანებოდა მასთან განშორება. თითქოს ეშინოდა კვლავ არ დაეკარგა. ''შენ აქაურობის მშვენებათა დამამშვენებელი ხარ''- ასეთი კომენტარი გაუკეთა და წავიდა.

რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ მოახერხა ქსელის ჩართვა და გულს აყოლებდა სხვადასხვა ინფორმაციის კითხვას. ერთ-ერთ თემაში დაინახა ლამაზი ნაქარგების ფოტო, რომლებზედაც უფლის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. იქვე ავტორის სახელიც ეწერა…


ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული,

ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,

ჩვენი მეგობრული სიყვარული,

სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,

ჩვენი მხიარული სახეები

არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს,

ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,

მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.

გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,

სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ,

ცხოვრების მკაცრი კანონები,

ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს,

ღმერთი გვფარავდეს და მუდამ,

მისი მორჩილები ვყოფილიყოთ!!!


29.10.2012

ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"
მე კი ვაგრძელებ :

მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის ,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული…


29.10.2012

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...

მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები…


ჩვენ არასოდეს არ შევხვედრივართ,დღეს ერთმანეთი პირველად ვნახეთ.

თითქოს დიდი ხნის ვართ მეგობრები და სიყვარულით გვიბრწყინავს სახე.
არ ვიცი როდის შეგიცან ჩემად ან რა დავმალო?ამოვთქვა ბარემ...
სითყვით კი არა ჩვენ ერთმანეთი თვალებით ვიგრძნეთ და შევიყვარეთ...
და თუ გაგვწირა ბედის გრიგალმა ჩემო ძვირფასო ერთსა გთხოვ მხოლოდ...
ათარე გულით...ჩვენს მეგობრობას იცოდე ქვეყნად არა აქვს ბოლო.მეგობარს


29.10.2012

me isev moval sxva gazafxulze
me isev moval sxva gazafxulze,
rodesac xeze gamova kvirti.
gadaviqcevi wvimis wveTebad ,
da Sens bageze davefinebi.

ganvmeordebi maSin rodesac,
caze iqneba Weqa-quxili.
gadaviqcevi mxurvale elvad
da Sens ezoSi Camovardebi

ganvmeordebi maSin rodesac,
iasamani surnels gaafrqvevs.
gadaviqcevi me am surnelad,
da Sens oTaxSi Semovardebi.

ganvmeordebi maSin rodesac,
xalxSi ifeTqebs sxva siyvaruli.
gadaviqcevi im angelozad
romelic aris Seni mfarveli.

me isev moval sxva gazafxulze,
rodesac xeze gamova kvirti.
gadaviqcevi me siyvarulad,
da Sens grZnobaSi SemoviWrebi.


როცა დახუჭავ შენს ლამაზ თვალებს,
რომ დამინახავ მე შენს აჩრდილად,
დახრი წამწამებს, მაგ ლამაზ თვალებს,
დახრი და იტყვი მე შენთან მინდა.
როცა სურვილი გაგიმძაფრდება და როცა
გრძნობა დაიწყებს დუღილს,იტყვი სიცოცხლე
მომბეზრდა ასე, მეტყვი ეგ მხოლოდ შენსგულში მინდა.
და მე როდესაც შენ გაგცემ პასუხს,როდესაც გული
დაიწყებს თრთოლვას,ვიტყვი შენს სახელს,შენ დაგიძახებ,
და ვიტყვი ყოფნა მეც შენთან მინდა.
როს აირევა ეგ არე–მარე, რომ დაიწყებენ ქალები ჭორვას,
ვიტყვი შენს სახელს, შენ დაგიძახებ და ვიტყვი კარგო მეც
შენთან მინდა.
მაშინ ახდება ოცნება გულში, აგვიფრინდება ქარში პეპელა,
შენკი ჩამიკრავ შენს ძლიერ გულში და მეტყვი ძლიერ გეფერო მინდა.
წამოცვივდება ჩემს თვალებს ცრემლი,ცრემლი სიცოცხლის სიხარულისა
და ისევ გეტყვი, მხოლოდ ერთს გეტყვი, მინდა ბოლომდე მეფერო მინდა.


შეყრილან ერთხელაც ჩვენი მტრები და უთქვამთ: მოდით როგორმე ქართველებს დავცინოთო, ერთ-ერთს უთქვამს: ქართველისათვის ყველაზე სათაყვანებელი ქართული სუფრაა და ამ სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოო, ჩვენც ავდგეთ დავამახინჯოთ სიტყვა საქართველო და ისე დავლიოთ მათი სადღეგრძელო, გადაწყვიტეს ""საქართველოზე"" ჩამოეშორებინათ ორი ასო და ისე მოეხსენებინათ - ""ქართველო"", მაგრამ ერთ-ერთმა აღნიშნა თუ ქართველი ვადღეგრძელეთ ეს არ იქნება მათი დაცინვა და კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო,- დარჩა ""რთველო"", კაცო,თუ რთველი, ღვინო და მარანი ვუდღეგრძელეთ ქართველ კაცსს ეს არის მათი უმთავრესი რამ და ისევ მათი დღეგრძელება გამოვა და მოდით კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო, დარჩა ""ველო"", მიხვდნენ ესეც არ გამოვიდოდა,რადგანც საქართველო ხომ ერთი დიდი და ლამაზი ველ-მინდორია, გადაწყვიტეს კიდევ ჩამოეშორებინათ…


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes