[usernames]'s blogs

MaR
41, Tbilisi, Georgia

დაგხატავ...
ბუტია შტრიხებით სახეზე,
თვალებში მყვირალა
სიჩუმის დუღილით...
ქალი ხარ,
ბუნება სადედოდ გაქეზებს
და შენში ჩატეულ
ანგელოზს ვუღიმი.
ბრაზობ და ცის ტილო
ხაზებად იხევა...


ვისაც კი ფიქრი აქვს გაყინული,

გაუთბე ღმერთო,
ვისაც კი დილას ღამე უდგას
აუნთე მზე და
ვის სულშიც ახლა ზღვები ღელავს
უწყნარე ურვა...
ვისაც კი შია ამ წუთას ღმერთო,
მიეცი სარჩო,
ვისაც კი ცხელა და უდაბონდ ექცა ქვეყანა
უჩინე წყარო...
ვისაც კი სტკივა ახლა ღმერთო,
მიჰმადლე შვება,
ვინაც არ იცის სად წავიდეს
წასასვლელი უჩინე ქუჩა...
ვისაც კი ახლა ცრემლებამდე სჭირდება სითბო,
წამით ანახე ნატრული და
დაათბე ღმერთო...
ვისაც კი შენი სასწაულის იმედის ჯერა-
ჩემო უფალო,ამ წუთებში ვინც გიხმობს ქვეყნად
ყველას ეფინოს შენს მიერი წყალობა-ჯვარი,
გლახაკისათვის უცხო გამვლელს ეწიოს მადლი ....
ვისაც კი ფიქრი აქვს გაყინული,
გაუთბე ღმერთო...



1. მოდით, ერთმანეთს ყოველთვის ღიმილით შევხვდეთ. ღიმილი სიყვარულის დასაწყისია.
2. იყავით განსხვავებული ხალხისგან საუკეთესოთი რაც გაგაჩნიათ, თუმცა ეს არასდროს არ იქნება საკმარისი; არა უშავს, გამოეყავით მათ საუკეთესოთი. საბოლოოდ რასაც თქვენ აკეთებთ ხალხს არ სჭირდება; ეს მხოლოდ თქვენ და ღმერთს გჭირდებათ; ილოცეთ ერთად და უერთგულეთ მარტომ.
3. სიყვარული არის ხილი, რომელიც ყველა სეზონზე ხარობს.
4. ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა.
5. მარტოობა და შეგრძნება იმისა, რომ საჭირო არ ხარ, ყველაზე საშინელი სიღარიბეა.
6. თუ თქვენ გააკეთეთ სიკეთე და ხალხმა ბრალი დაგდოთ საიდუმლო პირად მიზნებში; არა უშავს, აკეთეთ სიკეთე.
7.…


შეწყვიტე ფიქრი იმაზე, რაც უბედურებას განიჭებს… ნუ ცდილობ, რომ სხვას რომ ჰგავდე ან ყველას მოსწონდე. ნუ გსურს, მიიქციო იმის ყურადღება, ვინც მხოლოდ გულს გტკენს. შეწყვიტე შენი სხეულის სიძულვილი, შენი სახის, შენი პიროვნების… მათ გარეშე გარეშე შენ ხომ “შენ” აღარ იქნები?! და რატომ გსურს იყო ვინმე სხვა?

იყავი ის, ვინც ხარ და გაიღიმე, ამით ადამიანებს მოიზიდავ. თუ ვინმეს იმიტომ სძულხარ, რომ ბედნიერი ხარ იმით ვინც ხარ, თავი მაღლა ასწიე და ხმამაღლა ყველას გასაგონად თქვი:

ამიერიდან ჩემი ბედნიერება სხვაზე დამოკიდებული აღარასდროს იქნება. მე მიყვარს ჩემი თავი, მე მიყვარს ჩემი სხეულის ყოველი ნაკლი და არასრულფასოვნება. ისინი აყალიბებენ ჩემს პიროვნებას, ჩემს “მე”–ს და ეს “მე” გასაოცარი…


ღმერთი არ არსებობსო, რომ ამბობ შვილო....არ გეშინია? დაფიქრდი გირჩევ.....დ ა ფ ი ქ რ დ ი?? თუ მაინც ამ უარყოფის, პასუხს ვერ პოულობ, მაშინ გეტყვი;---------ასეთი ფიქრით უკეთური ძალა გმართავს და გაიძულებს ღვთის გმობას...ამ დროს თუ შენ თვითონ ვერ მოიკრებ ღონეს ამ ბოროტ ძალასთან საბრძოლველად,იცოდე,--- სხვისგან ნაკლებად ელოდე შველას....
დაიხსომე; სასოწარკვეთა კარს უხშობს სინანულს.------- სინანული კი ისე საჭიროა ადამიანისთვის,როგორც მწყურვალისთვის წყალი.... სინანული სულს ათავისუფლებს იმ ჯოჯოხეთური ცეცხლისგან, რომელიც სასოწარკვეთილებამ აანთო შენში. ეს კარები უნდა გამოამტვრიო...ამის ძალა უნდა მოიკრიბო. სინანულს მოყვება შენდობა უფლისგან, შენდობას კი, სამყაროს საოცარი ჯილდო ქრისტიანისათვის;---უფლის სისხლსა და ხორცს ზიარება....მის ნათელში განივთება!!!
დღეს რომ ასეთი გნახე....გული მომეწურა; სადღაა შენი ნათელი ლამაზი…


26.06.2014

„უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენისაქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს; არის თუ არა ხეიბარი; შეუძლია თუარა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუშეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა, მითუმეტეს –დაცინვა“. მამა გაბრიელი


ნამდვილ ადამიანს არ ცვლის არც ფული, არც ტანისამოსი, არც მანქანა, არც ვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, არც თაყვანისმცემელთა რაოდენობა, არც ოქროს საათები და საერთოდ, არანაირი ''სამოთხე'' ამქვეყნად.. ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი თუ შეცვლის ისევ.. უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ეს უკვე მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.


არ დაკარგო უბრალოება და არასდროს გაუვა ვადა შენს ადამიანობას. ნუთუ ძნელია ადამიანებს ვუყუროთ თვალებში და არა სხეულზე. ვიგრძნოთ სულიერი ემოციები და არა გარეგანი ფასეულობები. პატივი ვცეთ ერთმანეთის გრძნობებს ჭეშმარიტად და არა ფარისევლურად. ნუთუ ძნელია სიტყვებს მხოლოდ ის მნიშვნელობა მივანიჭოთ რასაც გულისხმობენ. ნუთუ ძნელია უბრალოდ ვიყოთ ის რაც ვართ. თუ ცუდნი ვართ არ დავმალოთ და ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ გამოსწორებისკენ. ნუთუ ... არა, ეს არც თუ ისე ძნელია, უბრალოდ არ გვინდა შეცვლა ჩვენივე თავის., რადგან ასე უფრო მარტივია, ვიყოთ მექანიკურად ცუდები ანდაც ცოტათი კარგები.
შონ აბრამი


რამდენი შეუძლია ერთ სიტყვას . . . მხოლოდ ერთ სიტყვას . . . სიტყვას კეთილსა და სიტყვას ბოროტს . . . . . . ნათელსა და ბნელს . . . ვინმეს გვახსოვთ რამდენჯერ დავმარცხებულვართ ბოროტი სიტყვის გამო ?. . . რამდენი ცუდი მოუტანია, რამდენი დარდი და რამდენი ვაება მხოლოდ ერთ არამართებულ, დაუკვირვებელ და ბოროტ სიტყვას . . . ? ჩვენ რამდენჯერაც გვატკინეს... ის არ უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ვინმეს გვახსოვს ,ჩვენ რამდენჯერ ვატკინეთ გული . . . ? არადა . . . როგორი სითბო შეიძლება ადამიანს ჩაუღვაროს სულში თუნდაც ერთმა კეთილმა სიტყვამ . . . ვნებები დაუცხროს . . . შეარიგოს…


დაცემულს რომ განიკითხავ, ღმერთს განიკითხავ. ავაზაკი, მრუში, მეძავი, ლოთი ნახო, თუნდაც ქუჩაში ეგდოს, არ განიკითხო, რადგან უფალს მათი ვნებები მიშვებული აქვს. იქნებ მათ ასე უნდა იპოვინ ღვთის გზა – დამდაბლდნენ, საკუთარი უძლურება დაინახონ, უფალი შეიმეცნონ და შეინანონ. შენ კეთილად ხარ? ესეიგი შენი ვნებები უფალს უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს ცოდვაში ჩავარდები და დაიღუპები. ამიტომ შენი თავით ნურასოდეს იამაყებ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი.



Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes