[usernames]'s blogs

juditi
52, Tbilisi, Georgia

 თ.მ. . . .ს

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.


 მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.

შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მივუტან მხურვალე ლოდინს.

და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.

გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.

... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.


 ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით
გამახსენდება თმები შოლტები.
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.

ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები
ასფურცელას და ოქროსთმებიანს,
ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები
და შენზე დარდში დამთენებია.

მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.
მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
მე თქვენი თმები დამაბრუნებენ.


 ბედმა უცნობი გზით გამაქანა.
თქვენ დარჩით შორი ცაზედაც შორი.
და როგორც კარტში აგურის ქალებს
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნები.
მე თქვენი თმები დამაბრუნებენ.
მაგრამ დღეები, როგორც ნისლები
ჩემს დაპირებებს ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების!


 


...ისე ღამდება, ისე თენდება,

თითქოს სანთელი ქრება, ენთება;

და მირაჟიდან კვლავ მირაჟამდე

დროის ცრემლია ყოველი წუთი.

დამშლელო შენთან ერთად აქ ყოფნის

მარტო ჰაერი ქვეყნად არ მყოფნის!

ჭრელი ფერები და სილაჟვარდე

რად შემიცვალე სიბნელით ყრუთი?..

 

 


 

 

ბნელოდა. იდგა ზღაპრული ბარდნა.

ფანჯრიდან თოვლის ნამქერი ჩანდა.

დასრულდა ქარში ტოტების ლეწვა.

...ხელს ჩამკიდებდი და გამიყვანდი

გარეთ, რომ თოვლში ერთად გვერბინა

და გვეგუნდავა... ყრუ იყო ბინა.

არ ჩანდი, რადგან ჩემი დღე გეცვა.

რადგან ჩემი დღე გეცვა - მიყვარდი.

 

 

 



iepriekšējā 1 ... 91 92 93 94 95 nākamā →
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes