[usernames]'s blogs

LDL
50, Tbilisi, Georgia

14.12.2011

"სიყვარული არის ნიჭი, წყალობაღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოვოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არავნება."

ილია II:


21.12.2010

–ეს ხელში რა გიჭირავს?
–ბედნიერება
–და რატომაა ასე ცოტა
–ის მარტო ჩემია, ნათელია და ლამაზი
–რა საოცარია
–გინდა ცოტა?
–მინდა
–ხელი გამომიწოდე,მოგცემ ცოტას
–რა თბილია?!
–მოგწონს?
–ძალიან...დიდი მადლობა
–ახლობლებს მადლობას არ ეუბნებიან
–რატომ?
–იმიტომ რომ უსიტყვოდ ხვდებიან ყველაფერს
–სხვებს?
–სხვებს ეუბნებიან ისეთივე სხვები
–იცი?მე ცოტათი უკეთესად ვარ ბედნიერება რომ მიჭირავს ხელში
–ყოველთვის ასე ხდება
–და რომ ცოტას გავუნაწილო?
–შენ უფრო მოგემატება
–როგორ?
–თვითონაც არ ვიცი, უფრო დიდი და თბილიც ხდება
–ხელებს ხომ არ დავიწვავ?
–ხელებს შურზე და ბოროტებაზე დაიწვავ, ბედნიერებაზე არა
–იცი? მე ვიცი ვის გავუნაწილებ მას
–მე მოხარული ვარ ამით
–მაშინ
–სწორედ მაშინ შევხვდებით ერთმანეთს,გაუნაწილე ვისაც გინდა!ეს ხომ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება...

გოდერძი ჩოხელი
 


ამას რომ წაიკითხავ მინდა გაიღიმო, უბრალოდ გაიღიმო...
მინდა ღიმილი გასწავლო...
მინდა გაიღიმო როცა გათენდება... სიცოცხლეს გაუღიმო...
მინდა გაიღიმო როცა წვიმის წვეთი ცხვირზე გაკოცებს...
მინდა გაიღიმო როცა ვარსკვლავი თვალს ჩაგიკრავს ან მზე გაგიცინებს...
გაიღიმო მაშინაც კი როცა ტუჩები იბუტებიან,

                                                როგორ? - თვალებით...

მინდა დღეში ასჯერ, არა ათასჯერ გაიღიმო, არა აქვს მნიშვნელობა ვისთვის ან რისთვის,

                                             უბრალოდ გაიღიმო... იქნებ გათბე...  

მინდა წარსული მხოლოდ მოგონებებში…


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes