21.12.2010
***
50, Tbilisi, Georgia

–ეს ხელში რა გიჭირავს?
–ბედნიერება
–და რატომაა ასე ცოტა
–ის მარტო ჩემია, ნათელია და ლამაზი
–რა საოცარია
–გინდა ცოტა?
–მინდა
–ხელი გამომიწოდე,მოგცემ ცოტას
–რა თბილია?!
–მოგწონს?
–ძალიან...დიდი მადლობა
–ახლობლებს მადლობას არ ეუბნებიან
–რატომ?
–იმიტომ რომ უსიტყვოდ ხვდებიან ყველაფერს
–სხვებს?
–სხვებს ეუბნებიან ისეთივე სხვები
–იცი?მე ცოტათი უკეთესად ვარ ბედნიერება რომ მიჭირავს ხელში
–ყოველთვის ასე ხდება
–და რომ ცოტას გავუნაწილო?
–შენ უფრო მოგემატება
–როგორ?
–თვითონაც არ ვიცი, უფრო დიდი და თბილიც ხდება
–ხელებს ხომ არ დავიწვავ?
–ხელებს შურზე და ბოროტებაზე დაიწვავ, ბედნიერებაზე არა
–იცი? მე ვიცი ვის გავუნაწილებ მას
–მე მოხარული ვარ ამით
–მაშინ
–სწორედ მაშინ შევხვდებით ერთმანეთს,გაუნაწილე ვისაც გინდა!ეს ხომ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება...

გოდერძი ჩოხელი
 

70 skatījumu
 
komentāri
sabedo 29.07.2012

–ხელი გამომიწოდე,მოგცემ ცოტას... *HI*

levaniko7557 16.01.2012

genialuri adamianis chanaxati

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes