[usernames]'s blogs

EKA3EKA
47, Tbilisi, Georgia

არა, არ დამივიწყო!
არა, არ მიმატოვო!
ეს ცრემლები ვინ მიზღოს,
მეუფევ და ბატონო?

სხვა გზა არ გამაჩნია,
სხვა არ შემიყვარდება.
შენი სახე მაჩნია
გულზე, შენი ხატება.

ის, რაც არის ჩვენ შორის,
სიყვარულზე მეტია.
მზის თვალივით მეშორე
და ჩვენ შორის ღმერთია.

მუხლმოყრილი ვლოცულობ
ჩემი, შენი სულისთვის.
სიყვარულით მოცული
მხევალი ვარ უღირსი.

იდუმალო ფანტომო,
რა გსურს? შენთვის ვინ ვიყო?
არა, არ მიმატოვო!
არა, არ დამივიწყო!


ისე მიყვარხარ, როგორც სიყვარული,

ისე მენატრები, როგორც მონატრება,


უმორჩილესად გთხოვთ, შეზღუდოთ ბლოგებში პოსტების დადების დღიური ოდენობა....
რადგან, როდესაც 1 მომხმარებელი დღეში 100 პოსტს დებს (ძალიან ხშირად ერთსა და იგივეს) ბლოგების ნორმალურად წაკითხვის შესაძლებლობა, სურვილი და რაც მთავარია ინტერესი საერთოდ იკარგება :(
იქნებ გაითვალისწინოთ ეს არგუმენტები და (როგორც ბევრ სხვა საიტზე) შეზღუდოთ პოსტის დადების უფლება, ვთქვათ 1 მომხმარებელზე დღეში 1 პოსტის ოდენობამდე . . .
გმადლობთ ყურადღებისთვის.
P.S. უკაცრავად, ჩემი ზემოდთქმულის დემონსტრირების მიზნით, ამდენ პოსტს რომ ვდებ...


მწუხრიან ფარდებში დუმილით ვივსები,
ყველა ოცნებამ მარხილით იარა.
მე შეუცვლელი ბავშვი ვიქნები,


თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზმა, როგორ დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი,

რა დავაწყევლოსთ ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც...

პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი..

წითელმა: ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუგარ მიეცეს, ულამაზესი იყოს მარა უღარიბესი..

ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელდიდებით შეწვდებოდეს ცათა კაბადონს,

მაგრამ დავბადოთ სულთა მედროშე და უთუოდ საქართველოში...

იმ ღამეს ჭყვიშთან არ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაქტიონი.... 


სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდას,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთა ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება
ტაძარში შევდივარ მწუხარელოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი მივყევბი ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს
შემინდე, შემინდე წმინდაო მარიამ.


ქალი, რომელიც არავის არ ჰგავს,
და უყვარს ახლა, მგონი, არავინ...
გამოპრანჭული ყრის ხოლმე ნაგავს,
და სულ უცხოსთან უყვარს სალამი.

ქალი, რომელიც იცნობს თავის თავს,


iepriekšējā 1 ... 91 92 93 94 95 nākamā →
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes