[usernames]'s blogs

mari123mari
27, Tbilisi, Georgia

ტირილი მინდა,მართლა ასე მინდა
მხოლოდ ტირილი და მხოლოდ სევდა
ნუთუ მონატრებით ასე მოვკვდები
მე შენს გარდა ვერავის ვხედავ

ყოველდღე თითქმის შენზე ოცნება
შენზე ფიქრი და შენზე ტირილი
მე ამ ყველაფრით ვერაფერს ვუშველი
თქვენ ეს ტირილი ჩათვალეთ ღიმილი

და მაშინ როცა გული ჩერდება
და ის გული რომელიც დუმდება
როცა ვტირი მე ჩემთვის მარტო
ჩემს გულსაც ჩემსავით ტირილი უნდება

ვიტირებ..ალბათ შეგეცოდებით მაინც
ვიტირებ რადგან ამ მონატრებისგან ატირდა წამიც
საცოდაობაა ჩემი ყურება,ფიქრიც ზედმეტი
თქვენ ჩემს განსაცდელს ბოლომდე ვერ ხვდებით

გაგიგიათ სიყვარულის მსხვერპლი?
ხოდა მე მისი მსხვერპლი ვარ ბოლომდე მხდალი
ღმერთო...ღმერთო რატომ ვარ ასე
რატომ ვარ ცოცხალი და არა მკვარი

ტირილი მინდა განა იმისთვის ხალხას დავანახო
ჩემი ტანჯვა
არა!! არაა ასე ჩემი ტკივილი უკვე გადამხდა
განვიცდი;(
ბევრი დრო გავიდა მაგრამ მე მაინც,მე მაინც
ისევ დაგიცდი...
 
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის.
სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად- თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი-მზის სხივს,

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გავლით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს- ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს…

სიყვარულმა თუ კი გულში არ დატოვა იარა,სიყვარულმა თუ კი დარდი შენც არ გაგიზიარა,სიყვარულმა უშფოთველად მშვიდად თუ ჩაიარა,მაშინ რაღაც სხვა ყოფილა სიყვარული კი არა...სიყვარულმა თუ არ დაგწვა, არ დაგფერფლა მთლიანად,არ გაგხადა უპოვარი, სულ არ გაგატიალა,არ გიმტყუნა ბედი უკუ თუ არ შეგიტრიალა,მაშინ რაღაც სხვა ყოფილა სიყვარული კი არა...თუ კი ლეშად არ გაგცია, თუ არაგყო იარად,თუ არ მოგცა შესასმელად ხელში სიმწრის ფიალა,არ გაცია არ გაცხელა და არ შეგაშრიალა,მაშინ რაღაც სხვა ყოფილა სიყვარული კი არა...სიყვარულმა სიხარული თუ არ დაიგვიანა,არ გაეჭვა არ გაცრემლა, არ გატირა ხმიანად,სიყვარულმა უშფოთველად მშვიდად თუ ჩაიარა,მაშინ რაღაც სხვა ყოფილა სიყვარული კი არა 

ლამაზი ცხოვრებით გეცხოვროს,
მწვანე ბილიკით გევლოს.. .
ასრულებული ოცნების შენი ულუფა გერგოს.
გაცინებული მენახე, ატირებული არა..
სანამ გინდოდეს იარე მზისა და მიწის დარად.
მაღალი ღმერთი გფარავდეს, გჩუქნი მიწას და მდელოს,
სულს გადაგიშლი, რათა ჭრილობა გაგიმთელო.
უკან არაფერს მოვითხოვ, მე არაფერი მინდა...
სიცოცხლე? ? ? ... მასაც გაჩუქებ, თუკი ძალიან გინდა
 
თუ კი ერთ დღესაც ვერ გითხარი
როგორ მიყვარხარ...
არც გაიფიქრო დამავიწყდი,
ან ვთქვა მიყვარდა!
უბრალოდ ერთ დღეს შეიძლება
მიწას მიართვან...
ჩემი სხეული,
თუმცა სული... შენთან იქნება.
მხოლოდ ერთსა გთხოვ,
არ გაბედო ცრემლის დინება...
შენ ხომ ღიმილი,
ყველაფერზე მეტად გიხდება.
მერე რა მოხდა, მე თუ წავალ
არად მჭირდება...
თუ კვლავ ცხოვრება
უშენობის წამებს მპირდება!
მოვა დრო როცა
ეს ნაწერიც აღარ იქნება,
მაგრამ ეს გრძნობა...
ლეგენდებად გადაიქცევა.
 
ამ ქვეყანაზე რაც, გულებია..
ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს...
როგორც შენ ამ გულს ახლა უყვარხარ,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც ლექსებია,
ყველა ნაპარავს, მალულად გიდებს..
მხოლოდ ეს ჩემი სულია შენთვის,
რომელიც მხოლოდ საკუთარს გიწერს..
ამ ქვეყანაზე, რაც ლოცვებია,
იცოდე მუდამ მე გულში მიდევს...
მე რომ დაგლოცავ ამ ქვეყანაზე
არვინ დაგლოცავს,არასდროს ისე
 
ეს დღევანდელი დღეც გაილია...

როგორ მომენატრე იცი..?
ჩემი სიყვარილი ადგილს ვერ პოულობს
სურს რომ დაიხარჯოს შენზე,
შენი მონატრება გულს აღარ ასვენებს

ამოფორიაქა სული...

ნეტავ როდის მოხვალ როდის ჩამეკვრები...

როდის დამშვიდდება სული....
 
ქალი ზღვა არის, ღრმა არის
მან შეიძლება დაგახრჩოს
ხანაც ტკბილია, თბილია
თუ მოისურვებს გაგათბობს.
ზოგჯერ ცივია, უხეში,
ზოგჯერ საუბრით გაგართობს
ზოგჯერ მაცდური თვალებით
ის ღვინოსავით დაგათრობს.
ზოგჯერ ჭკვიანი, ნასწავლი,
ბევრ რამეს გიხსნის, გასწავლის,
ზოგჯერ მაცდური მზერით
გატარებს უცხო გზებით
და ბოლოს ქალი რა არის?
ამოუხსნელი რამ არის!!!
 
10.02.2013

ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატა,
წაურთმევლადაც შენი არის, რაც მაბადია,
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ჩემო ხატებავ.
 
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes