[usernames]'s blogs

VIRT ZONA
35, Alicante, Spain

09.08.2012

თუ ქალის სხეულს არ დამხობილხარ

თუ ძუძუს თავზე არ გიკოცნია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქვნი
თუ გრძნობის ოფლი არა გდენია
თუ ფეხებამდე ქალს არ ჩახედავ
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ არ გაათევ ტკბილ ღამეს თეთრად
ჭიდილში სული არ აგზვრენია
ბროლივით სხეულს თუ არ დალეწავ
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ ხშირი სუნთქვით შეხებას ვერ გრზნობ
და ქალის კვნესა არა გსმენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს
სხვა უკეთესი რა გიგემია


,,რაღა დავწერო?
რაღა შევქმნა?
რაღა გიამბო?
რაღას შევეხო ჩემს სულში და
ავახმიანო?
დამრჩა სევდა და
უსაშველოდ მუქი "ცოდვები"
და ,რომ დავწერო
წასაკითხად შემეცოდები...
ეხლა ზამთარი ნაადრევად
მინგრევს დარაბებს...
გადავიტანო იქნებ ბოღმა
დარდი,
ხვალამდე....
მერე სინათლე და სარკეში
ნაპოვნი ღიმი...
წამალზე მეტად გამიყუჩებს
ნაღველს და ტკივილს...
შემომათენდა, უშენობა
ფსკერისკენ მძირავს...
შენ ეხლა მასთან თავმიდებულს
ლამაზად გძინავს..
აი,რა არის მარტო მყოფი ქალის
ეჭვები?!
ხვალ პატიებას ამ ლექსისთვის
შეგეხვეწები!!!!
თუმცაღა ვიცი გადაწონის...
ბრაზსაც ვინახავ...
რადგან იცი,რომ უსაშველოდ
მე შენ მიყვარხარ!!!!!!!"


iepriekšējā 1 2 3 nākamā →
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes