[usernames]'s blogs

naniti
45, Saint-Pierre-la-Garenne, France

21.10.2012

დღეს ფოთოლცვენამ მომიქსოვა
სევდის საკაბე,
შემოდგომაა, სექტემბრის თვე,
შენ კი არა ხარ,
მენატრები და სულ ამაოდ

ვცდილობ გაგექცე,
გაუსაძლისად,
უნებურად,
მინდა ქარდაქარ...
გამოვყვე დღეებს, შევეხიზნო
სასურველ თითებს,
ამინდს სიყვითლე შეპარვია
სანამ ყვრიმალთან,
შევეხო წამებს, უშენობით
დაღლილს რიჟრაჟზე,
ისე, უბრალოდ,
ამიყვანოს
ხელში ხანდახან...
მზემ და საკინძედ მივეკერო
სხივებს ალისფრად,
ღამემ მანდილად მოიხურა
სიო დილამდე,
ჩემს მოლოდინსაც დაეწურა
თმენის ფიალა,
ფოთოლცვენაა
და ვიქეცი
მოხეტიალედ...


მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია: ბედნიერება და სითბო გულთან მივიტანო, დავმუხტო დადებითად და შემდეგ გაუნაწილო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მიყვარს და ძალიან ვაფასებ. ყველას გფარავდეთ უფალი..:*:*:*ფარავდეს უფალი სრულიად საქართველოს ამინ......ჩვენთან არს ღმერთი.....................


ათასი სიზმრის დანახვა,რომ შემეძლოს ათასივეში შენ დაგისისზმრებდი...
ჟანგბადში სურნელის არჩევა,რომ შემეძლოს მარტო შენს სურნელს ჩავიყნოსავდი...
სულის მღვიმეებში ფეხის შედგმა,რომ შეიძლებოდეს შენს მღვიმეებში ვიმოგზაურებდი...
აუარება სასიტყვეთიდან ერთი ბგერის არჩევა,რომ შეიძლებოდეს მე შენს დასაწყის თბილ ბგერას ავირჩევდი...
თანამეცხედრის ხელმეორედ არჩევა,რომ შემეძლოს მე ისევ და ისევ შენ აგირჩევდი...


25.03.2013

У каждого из нас есть точка срыва,
Когда становится на сердце тяжело,
Когда нам кажется, что падаем с обрыва,
И жизнь становится, как черное пятно...
У каждого из нас есть луч надежды,
И кто-то очень близкий и родной
Не даст тебе упасть в пучину бездны,
И скажет: "Ты не бойся, я с тобой!"


გვირილებს ისევ უშენოდ აწვიმთ,
როგორ არ მინდა, კიდევ რომ წვიმდეს,
და როგორც ადრე, ახლაც ჩემს თვალწინ
უტყვი დღეები ერთმანეთს მისდევს.

ახალ დღეს ისევ მოჰყვება წვიმა
და ყველა წვეთი შენს თავს მახსენებს,
ვერაფერს ვერ ვცვლი, ისე ვით წინათ
მე და გვირილებს დარდი გვასველებს.

აწი არასდროს არ დავწერ ლექსებს,
ვფიქრობ და წერას ვიწყებ მაშინვე,
არ მინდა, სიტყვა სასჯელად მექცეს
და საკუთარ სულს თვითონ ვაშიშვლებ.

შენს მონატრებას გულდაგულ ვკემსავ,
მე შენს გარეშე მუდამ ჩრდილი ვარ,
მგონი, ერთიც ვერ დავწერე ლექსი,
რომ არ გკოცნიდეთ შენ და გვირილას.

ჩემი ტკივილი ზეცას გავანდე
და სამადლობელს წინასწარ ვწირავ...
მე და გვირილებს, როგორც აქამდე
ისევ უშენოდ გვასველებს წვიმა...


25.09.2012

მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ...
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა... ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა... სევდა ფარული..
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...
მკლავს უშენობა... ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...
მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ


შენ,რომ მომიხურე კარი,
წვიმდა...
რა საშინლად წვიმდა,
გარეთ ალეწილი მარტის,
იდგა...
უშენობა იდგა.

იდგა მარტოობის დარი,
თავსხმა გაზაფხულის წვიმა,
მე კი სასწაულად დიდი,
მჭირდა...
უშენობა მჭირდა...

სადღაც წავედი და მერე,
თვალი შევაფეთე ტაძარს,
მივხვდი,რომ შენს იქიეთ კიდევ
იყო,
სხვა გზა იყო,რაღაც...

შენ,რომ მომიხურე კარი,
წვიმდა...
რა საშინლად წვიმდა,
გარეთ ალეწილი მარტის,
იდგა...
უშენობა იდგა.




გელოდები, რა გაუძლებს ამ
უღმერთო ლოდინს,
გელოდები, მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ ერთხელ მოდი,
განა მინდა გული გთხოვო,
სიყვარული გთხოვო,
მხოლოდ ერთხელ დამენახე,
თვალს შეგავლებ მხოლოდ...
მერე წადი, ისე წადი, რომ
არ გამახსენო,
მე ვინ ვიყავ, შენ ვინ იყავ
და ვინ დავრჩით ბოლოს,
ჩუმად თვალზე ცრემლს შევიშრობ,
დაგილოცავ გზა-კვალს,
და არავის არ გავუმხელ,
ჩვენს სევდიან ზღაპარს





გახსოვს გაჩუქე კოცნა,
თმებზე შეგეხე ფრთხილად,
გულს ჩაგეღვარე ლოცვად,
თმებს გვისველებდა წვიმა.

თვალიდან წვიმის წვეთი,
ჩამოგიგორდა ტუჩზე,
და სიყვარულის თოვად,
ჩამოგეფერფლე გულზე.

სად გაპარულა ვნება,
გაგვციებია გული,
სად გაქრა ტრფობის სითბო,
გამქრალა სიყვარული.

ისევ მოგტირის გული,
ოცნება ისევ გნატრობს,
სად გაქრა სიყვარული,
დაგიტოვივარ მარტო.

ისევ დაგეძებ სად ხარ,
გულს ლამაზ სიზმრით მივსებ,
გრძნობავ გულში ჩაღვრილო
თვალებს ცრემლით რად მივსებ.


გიტირიათ?

-მე მიტირია, ხანდახან სიხარულითაც მიტირია, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან. ბევრჯერ მომნატრებია სიხარულის ცრემლები, მაგრამ რაღადროს სიხარულია...


-გყვარებიათ?

-მე მყვარებია, ძალიან მყვარებია, გამიგია როდესაც ადამიანი გიყვარს, სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს, ყველაფერი გიხარია, თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ყველაზე ბედნიერი შენ ხარ. მაგრამ საკმაოდ ძნელია როდესაც ამ ბედნიერებას კარგავ, ბედნიერების დაკარგვით ხომ უბედურების დაწყებას ეგებები...


-გიოცნებიათ?

-ძალიან ბევრი მიოცნებია, ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი რაც არასდროს იქნებოდა,ამიტომ დარჩა ოცნება ოცნებად...


-დაგიკარგავთ?

-მე დამიკარგავს,ხანდახან მგონია მთელი ცხოვრება დავკარგე ერთი ადამიანის დაკარგვით, მგონია ყველა ადამიანმა დამივიწყა, თუმცა ეს უბრალოდ მგონია…..


-გიპოვიათ?

-მე მიპოვია მაგრამ ალბათ იმიტომ ვიპოვე რომ დამეკარგა...


-თვითმკვლელობაზე გიფიქრიათ?

-მე მიფიქრია ძალიან ბევრჯერ, როდესაც ადამიანი თავსი მოკვლას გადაწყვეტს, ამ დროს ყველაზე ეგოისტი ადამიანი…


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes