შურისგების განცდა?-კაცის სულს არღვევს,ფეხშიშველი კაცი ეკლიან გზას რომ გაუყვეს,იგი იმას ჰგავს.
შენდობის გრძნობა?-ეგ ის არის,ღმერთს რომ უყვარხარ და შენც გიყვარს მთელი არსებით.
პატიება?-სურვილია,ღმერთი გიყვარდეს.
შერიგება?-ეკლიან გზიდან მოლზე გასვლაა.
ცილისწამება?-სურვილია,ღმერთს მოატყუო.
მტრობა?-ღმერთსა მტრობ,შე საცოდავო!
სიყვარული?-ღმერთთან ახლოს ხარ.
ქურდობა?-გახსოვს,ადამმა სამოთხეში ღმერთს რა მოჰპარა...
გინდა,ვილოცოთ?-ეს უდიდესი სურვილია ღმერთის წინაშე.
ღმერთო მაღალო!
შემეწიე,
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს.
Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!