- მოდი დავიძინოთ - რო არ მეძინება? - გთხოვ რა, დაღლილი ვარ - კარგი, მაგრამ ჩამეხუტე რაღაც უცნაური იყო... ყოველ წუთს ჩახუტებას მთხოვდა....მანამდეც ვიცოდი, რომ უყვარდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ იმ დღეს დამაფიქრა უცნაურად იქცეოდა.. თვალებიც უცნაური ქონდა, ნაღვლიანი....ასეთი არასდროს ყოფილა....ვიფიქრე დაიღალა თქო ღამე გამაღვიძა: - გაიღვიძე რა - რომელი საათია, ძალიან მეძინება, გთხოვ რა - შემომხედე, დამელაპარაკე - არა, მეძინება, ხვალ ვილაპარაკოთ - აღარ გიყვარვარ? - ისევ სულელობ...მიყვარხარ და სულ მეყვარები....ეხლა დავიძინოთ - სულ?.... - კიდევ რაღაც ჩაიბუტბუტა, მაგრამ მეძინებოდა და ვერ გავიგე.... - ჩამეხუტე და ისე დაიძინე რა - კარგი..... - ჩავეხუტე, ძალიან მაგრად ....დრო როგორ გავიდა არ ვიცი, კარგად მეძინა
....დილით სიცივემ გამაღვიძა....მეგონა ფანჯარა გაიღო და თებერვლის სუსხი
შემოვიდა ოთახში.... თვალი გავახილე და გაყინულ სხეულს ვიყავი ჩახუტებული !
Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!