მორჩა: ერთმანეთს არაფერი არ გაგვახსენებს.
უკანასკნელად ვეამბორე მე მუხლებს შენსას,
სამგლოვიაროს და მწუხარეს ვიმღერებ მესას.
მორჩა ყოველი - ეს სიტყვები ისევ ახსენე.
აღარასოდეს მოვიტყუებ თავს ოცნებებით, ნაღვლიან მზერით არ დაგიწყებ კვალდაკვალ დევნას. ჩემთვის არ ქმნილა სიყვარულის ლამაზი სევდა - გადავივიწყო იქნებ, ძველი მოგონებები.
შენ ჯერ ნორჩი ხარ: სული შენი მშვენიერია, კიდევ მრავალი შეგიყვარებს, ტურფა ფერიავ.
Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!