იგავი: «ბედნიერებაზე»
38, Tbilisi, Georgia

ერთხელ ბედნიერება ტყეში მოდიოდა და უეცრად ის ღრმა ორმოში ჩავარდა. ბევრჯერ სცადა ბედნიერებამ ორმოდან თავისით ამოსვლა, მაგრამ ორმო იმდენად ღრმა იყო, რომ ვერაფრით ვერ ამოვიდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის. ცოტა ხანში, ორმოს ადამიანმა ჩაუარა, ბედნიერებამ გაიგო ადამიანი ხმა და ორმოდან დაუძახა:

"კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან".

"სანაცვლოდ რას გამიკეთებ?" – ჰკითხა ადამიანმა

"რა გინდა რომ გაგიკეთო?" – შეუბრუნა კითხვა ბედნიერებამ

"მე მინდა დიდი, ლამაზი და ყველაზე ძვირადღირებული სახლი ზღვის პირას" – მიუგო ადამიანმა

მისცა ბედნიერებამ ადამიანს სახლი, ადამიანს გაუხარდა და გაიქცა თავის სახლისაკენ, ხოლო ბედნიერების შესახებ კი დაავიწყდა.

ზის ბედნიერება ორმოში და ტირის უფრო ხმამაღლა.

ცოტა ხანში კი მეორე ადამიანმაც ჩაიარა. გაიგონა ბედნიერებამ ადამიანი ხმა და ორმოდან შესძახა:

"კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან".

"სანაცვლოდ რას გამიკეთებ?" – ჰკითხა ადამიანმა

"რა გინდა რომ გაგიკეთო?" – შეუბრუნა კითხვა ბედნიერებამ

"მე მინდა, რომ მყავდეს სხვადასხვა მარკის ბევრი ლამაზი და ძვირფასი ავტომანქანა" – მიუგო ადამიანმა.

მისცა ბედნიერებამ ადამიანს ყველაფერი, რაც მან ითხოვა. ისე გაეხარდა ადამიანს, რომ სულ გადაავიწტდა ბედნიერების შესახებ და გაიქცა.

ბედნიერებამ საერთოდ დაკარგა იმედი.

ცოტა ხანში ბედნიერებას კვლავ შემოესმა ადამიანის ფეხის ხმა და შესძახა:

"კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან".

ამოიყვანა ადამიანმა ბედნიერება ორმოდან და განაგრძო გზა. ბედნიერებას ძალიან გაეხარდა, გაეკიდა მას და ეკითხება:

"ადამიანო! რა გსურს რომ გაგიკეთო ჩემი დახმარების სანაცვლოდ?"

"მე არაფერი არ მინდა" – უპასუხა ადამიანმა.

აი ასე აედევნა ბედნიერება ამ ადამიანს უკან და არასოდეს არ მოშორებია გვერდიდან!

7 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes