1–2–3–4–5–6–7
52, Tbilisi, Georgia

                            – 1 –

დღეს ელე მეხრჩობოდა...

თვალებით მევედრებოდა,გადამარჩინეო...

მე ღმერთს ვთხოვდი გადარჩენას,ის მე...

თეთრი,აკანკალებული,აკივლებული ხელებით ვთხოვდი ელეს, დაებრუნებინა ჩემთვის თავისივე სული..

ვერ კი  მაძლევდა ცოტა ხნით...!

ვერ სუნთქავდა ცოტა ხნით..!

ვერ მიცინოდა ცოტა ხნით..!

                                                      – 2 –

მხოლოდ   მთხოვდა გადარჩენას,წყალს,დაბრუნებას ბავშვებთან,საიდანაც გამოვაქციე...

მხოლოდ თვალები ჰქონდა...მხოლოდ მის თვალებს ვხედავდი,რომ თავი ამეწია და ჩემეხედა მათში.. თვალები ითხოვდნენ გადარჩენას,სხვას ყველას ზავი დაედო სიკვდილთან..

ჩუმი თხოვნა,მუდარა:არ მოკვდე,ელე,ოღონდ არ მოკვდე!–სამყაროს აზანზარებდაა..

გამიგონა სამყარო – ღმერთმა!

არ მოკვდა ღმერთი!!!

სანამ გამიგონებდა,ბავშვს ყელი გავუხსენი,სულს ჩავეჭიდე..! 

ელეს ეტკინა...!

მე არ დავეძებდი..

უნდა გამომეტაცა კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე..უნდა დამებრუნებინა ბავშვებისათვის,საიდანაც გამოვაქციე..!

                                                – 3 –

ბავშვები მელოდნენ შიშნარევი,მოლოდინის თვალებით..

და რა გამიკვირდა იცით,არცერთი ადგილიდან არ დაძრულიყო...
გაქვავებულები და გაფაციცებულები გველოდნენ მე და ელეს..
(არადა,როგორ უყვართ სირბილი:)

–მოიყვანეთ ეელე?

–მოვიყვანე...!!!

ამოვისუნთქეთ,ამოვასუნთქე..

არ მოკვდა ღმერთი!!!

                                              – 4 –

ელეს ეტკინა,მე არა?

ელე იხრჩობოდა,მე არაა?!

ელე ვერ სუნთქვდა და მე ვსუნთქავდი?!..

როგორაა გადაჯაჭვული ჩვენი არსებები ერთმანეთზე..

ჩემი და შენი,სხვისი და მისი,მზის და მთვარისა...

ხომ ვერ მიდიან ერთმანეთისგან შორს,ხომ ვერ მიდიან..

ამოვისუნთქეთ ერთად..ამოვასუნთქე...

                                                             – 5 –

ელეს არ უტირია,არც მე...

მხოლოდ მიტკალისებური სახეებით,გაფართოვებული და მადლიანი თვალებით  გამოვირჩეოდით ადამიანებისგან,რომლებიც ჩვენსკენ მოისწრაფვოდნენ დასახმარებლად,ვერ კი გვშველოდნენ,მხოლიდ ხელებს ასავსავებდნენ..

არავის ვენდე,არავის ვანდე ელეს ყელი,მე თვით დავეძგერეე და დავუხრჩვე ეშმაკი ყელში,რომელმაც ცოტა ხნით არც ასუნთქა,არც აცინა,არც აცოცხლა..

 

                                                         6 –

...სანამ გადაყლაპავდა,ერთი მე დამიდო,ეს ბურთივით მრგვალი,წებოვანი მასა,ყელს რომ ეკვროდაა..

მე ჩამეცინა,რას არ გამოიგონებენ,ელემ როგორ გაიმატა...)

ეშმაკი ყელში, სწორედ უცოდველი კანფეტის წებოვანი მასა  აღმოჩნდა–ფორთოხლისფერი,მომცინარი,რომელც ჩემმა თითებმა მოძებნა,მოეფერა,შეევედრა ელეს დახსნოდაა..

დაეხსნა კიდეც,გადაეყლაპა და დავილაპარაკეთ:

–როგორ ხარ,ელე????

ჩემი ელე...

უკვე ხელებში მყავდა..

–კარგად,მასწ,გადამეყლაპა–შემომაფრინდა და ჩამეხუტა მადლიერი..

ახლა ლაპარაკი უჭირდა სუნთქვაზე მეტად...

                                               


                                   – 7 –

ჩემი ელე...

სახლში ძმა უცდის,ავადმყოფი,სკამს მიჯაჭვული,მომლოდინე...

მივა ელე და ერთად ითამაშებენ...



     

36 skatījumu
 
komentāri
tamrii 13.06.2010

ღმერთმა მისცეს ძალა,გადალახოს ყველაფერი ცუდი:)

bejanich 09.06.2010

მალადეც

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes