[usernames]'s blogs

juditi
52, Tbilisi, Georgia

იცით, რას ამბობს ერანა!
_ მე შენი მეგობრები რად მინდა
ან იმათი პატივისცემა,
მე შენ მინდიხარ,
მე ბიჭი მარტო ღამე მინდა
და ისინი, თუ ღამე იქნებიან
ჩემთან,
მაშინ შენი მეგობრები ხომ
აღარ იქნებიან?!
_ გიჟია! _ მეუბნება.
`გიჟი ვარ, მართლა~ ვფიქრობ მეც.
იცით, ვინ არის ეს?!
ეს ირენ კი არ არის,
ბერძენთა ქალღმერთი,
არამედ ერან,
აღმოსავლელი წარმოშობით,
უფრო მეტიც,
სპარსელი იეზიდი
თბილისში გაზრდილი.
დედა ატლასი,
მამა არყუთა,
ძმა თემურა.
დროისა და
ცივილიზაციის შეგრძნების გარეშე.
ერან პატიოსანი არ არის
და არც ბოზია,
არც გამოცანა,
იმისი ახსნა არ შეიძლება.
იმასთან მარტო უნდა იცხოვრო,
რადგან მხოლოდ ამ დროს მიხვდები
მის სიყვარულს.
ის ღამეა დაბადებული
სიბნელის სამეფოში
და ღამე ბატონობს,
ღამე ტირის,
ღამე მღერის,
ღამე წევს უხმოდ,
ღამე წივის,
ღამე არ იძინებს
და გაუთავებლივ შეუძლია ალერსი.
თუ ჩაგეძინა,
გაიქცევა და აღარ მოვა აღარასოდეს
შენთან,
ის დღის სინათლეს ვერ უძლებს,
მხოლოდ ღამე ბრწყინავენ მისი თვალები.
დღისით ის ქრება,
დღისით იმალება,
დღის ეშინია…


                            – 1 –

დღეს ელე მეხრჩობოდა...

თვალებით მევედრებოდა,გადამარჩინეო...

მე ღმერთს ვთხოვდი გადარჩენას,ის მე...

თეთრი,აკანკალებული,აკივლებული ხელებით ვთხოვდი ელეს, დაებრუნებინა ჩემთვის თავისივე სული..

ვერ კი  მაძლევდა ცოტა ხნით...!

ვერ სუნთქავდა ცოტა ხნით..!

ვერ მიცინოდა ცოტა ხნით..!

                                                      – 2 –

მხოლოდ   მთხოვდა გადარჩენას,წყალს,დაბრუნებას ბავშვებთან,საიდანაც გამოვაქციე...

მხოლოდ თვალები ჰქონდა...მხოლოდ მის თვალებს ვხედავდი,რომ თავი ამეწია და ჩემეხედა მათში.. თვალები ითხოვდნენ გადარჩენას,სხვას ყველას ზავი დაედო სიკვდილთან..

ჩუმი თხოვნა,მუდარა:არ მოკვდე,ელე,ოღონდ არ მოკვდე!–სამყაროს აზანზარებდაა..

გამიგონა სამყარო – ღმერთმა!

არ…


გამომაღვიძებ ცისკრისას ფრთხილად,
გასაცილებლად ფეხშველა იწევ,
უკვე ვერასდროს ვეღარ მიხილავ,
მაინც ვერაფრით ვერ დამივიწყებ.

არ მოგაკარებ ჟრჟოლას, ციებას,
გულში ვადიდებ უფალ-ღმერთს მაღალს.
ვერასდროს შევძლებ შენს დავიწყებას,
თუმცა ვერასდროს უკვე ვერ გნახავ.

ქარში ციმციმებს უსასოო და
მუქ ალუბლებზე ცრემლების წყება.
უკან მოხედვა დავცადე ცუდად.
უკვე ვერ შევძლებ შენს დავიწყებას.

და მოწყვეტილი ეს ორი ფრაზა
დაღლილა ცაში უმიზნო რწევით:
ვეღარასოდეს თუმცა ვერ გნახავ,
აღარასოდეს დამავიწყდები.
 



შენ მე არ მიცნობ,
მერე ლექსი გეტყვის დანარჩენს,
შენ მე არ მიცნობ,
მე მიცნობენ მხოლოდ ცოდვები,
შენ ცას შეხედე, მას გაჰყევი,
იქნებ გადარჩე,
მე კი განაჩენს სინანულით დაველოდები...

შენ ცას უსმინე გევედრები,
მე ნუ მომისმენ,
ზამთრის მუქარამ დაუთვალა
ხეებს ნეკნები,
მე კი არ ვმღერი
ქარი არხევს შემოდგომის ხეს
და ფოთლებივით უნუგეშოდ
სცვივა ლექსები...
  


როცა სული მაქვს ჭაღარა,
ყველაფერს აზრი ეკარგება;
სულ ზევით ვარ და აღარ ვიცი
საით წავიდე ...
სადაც ბევრი ჩრდილია
იქ სინათლეც არის;
მოვდივარ შენსკენ, არ მავიწყდები,
შენ მიცნობ, იცნობ ჩემ ნამდვილ სახეს...
შენ მე სიყვარულს მახსენებ,
ვხედავ, თუ ვინ ხარ სინამდვილეში,
მახსენებ იმას, თუ როგორ შეიძლება ყოფილიყო...
რა საჭიროა ამხელა ბრძოლა
ძალაუფლებისთვის, ფულისთვის?..
რა უნდა შევაგროვო ქვეყნად,
როცა წამსვლელი ვარ,
როცა ჩემი დღე მოსულია...
თუ ჩემი შინაგანი ხმა მელაპარაკება,
მე კი ყრუ ვარ და არ მესმის მისი,
მაშინ შემომხედე და გამაჩერე;
გამახსენე სიყვარული!
მანახე ვინ ხარ სინამდვილეში...
გამახსენე, თუ როგორ შეიძლება ყოფილიყო;
გზა მოჩანს ფართო,
რომელიც უსასრულობაში სრულდება
მდინარე მოჩანს
გრძელი და ლამაზი,
რომლის ბოლოსაც ვერ ვხედავ...
რომლის ბოლოსაც ვერ ვხედავ;
შენ მე სიყვარულს მახსენებ,
ვხედავ, თუ ვინ ხარ სინამდვილეში,

მახსენებ იმას, თუ როგორ შეიძლება ყოფილიყო.





უგუნურება აშინებს ჩემს სულს,ტირილი მინდა,
ვტირი კიდეც...
დღესასწაულად რომ გვექცია ჩვენი ცხოვრება,
ვაქციეთ სევდად!
ედემის ბაღში გავლის ნაცვლად ვიარეთ მტვერში!
რომ დაგვეჭირა ყოველი წამი ,სული გვებერა,
სასოებით და სიყვარულით,არ მოვისურვეთ...
ვერ მოვიცილეთ საზიზღარი, სულთამხუთავი
ამპარტავნების უაზრო შიში,
არ შემოვუშვით სულში სხივი უკვდავებისა...
მის ნაცვლად ზიზღი ჩავისახლეთ
და ახლა გვინდა,ისე გვინდა
ხელით შევეხოთ და ამოვგლიჯოთ მისი ბუდე,
ლამის გავგიჟდეთ ამ სურვილისგან,
ლამის გავგიჟდეთ....
ვერ შევინახეთ საიდუმლო
ისე უბიწო და შეურყვნელი,
როგორც დილის მზე...


ვერ ჩავიხუტე ისე მჭიდროდ,

რომ მისი სუნთქვა მხოლოდ მე მეგრძნო

და სხვას არავის...


14.05.2010



12.05.2010

.oqros bevri poulobs tumca misgan naketobis gaketeba mxolod ostats sheudzlia... 


11.05.2010

მინდა გისმინო და არ მტკიოდე,
შენ კი იყვირო,ხმა ამოიღე...
და მე მციოდეს
უშენობის თეთრი ტრამალი...

იქნებ გხედავდე,მაინც ვიკითხო,
ნეტა, სად არის?!
და მე ვიყო შენს ხელებში მუნჯი მხატვარი...

 


← iepriekšējā 1 2 3 4 5 ... 95 nākamā
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes