[usernames]'s blogs

juditi
52, Tbilisi, Georgia

03.05.2010

გიჟი ვარ, გიჟი!..
ჩემ სიგიჟეს ვერაფრით ვერ გამოვასწორებ...
გიჟს მეძახიან,
როცა ქალებს ხელზე ვაკოცებ.
(ეს მეცხრამეტე საუკუნის გადმონაშთია.)
იმ საუკუნის სასმისი არ დამიცლია...
რა ვქნა, გიჟი ვარ- სხვანაირად არ შემიძლია.
ზოგიერთ კაცზე დიდ პატივს ვცემ
ღვინით სავსე მოხატულ სურებს.
შეშლილივით მიამიტი ვარ,
პატარა ბავშვიც კი გამაცურებს...
სხვებს გადავყევი, ვეხმარები ყველანაირად.
საკუთარ ოჯახს ვერ მივხედე ვერანაირად...
ხანდახან პურზე გადავივლით და ისიც ხმელზე.
ნაღდად გიჟი ვარ, ახია ჩემზე.
ჭეშმარიტების გაყალბება ვერ ვისწავლე დილის სიფთაზე,
სიმართლეს კარი არ მივუხურე.
ბრძენის ნიღაბი ვერ მოვირგე გიჟის სიფათზე,
ჭკვიანის ჩაჩი ვერ დავიხურე.
რასაც მეტყვიან, პირდაპირი გაგებით ვიგებ..
ვერ ჩავუღრმავდი ორმაგ, ანდა სამმაგ გაგებას
და ბადესავით მოქსოვილ სიტყვებს.
ვიცი, მახეში ჩემნაირი უნდა გაებას,
ეს უხარიათ ამ ჭკვიან ბრიყვებს.
ნუ მიწყენთ ბრიყვებს რომ გიწოდებთ,
(ცუდი სიტყვა ვის უხარია...)
გიჟი ვარ, გიჟი კი- თავისუფალია...
ისე, ჯორდანოც…




მე თავხედი ვარ,
აბა, რა მეთქმის...
დავემორჩილე ყველა ნორმას,
კანონს დადგენილს...
მერე მოვბრუნდი,
უმოწყალოდ როცა ვარღვევდი,
ერთი წარბიც არ შევიხარე...

გავრეკე მდინარეები კალაპოტებიდან,
დაიღალნენ
ერთსა და იმავე ქვა_ღორღზე სიარულით,
მუხლები გადაუტყავდათ...
თვითონ რას მოიფიქრებდნენ
და
მოვურღვიე კალაპოტი...
წავიდნენ ახლა,
სხვა გზა ნახონ ოკეანემდე.

თავხედი ვარ...
თეთრზე თეთრი ვთქვი და შავზე _ შავი...
გავბედე და შუა ზამთარში ავყვავილდი...
ავრიე კალენდარი, ცხოვრება, ამინდი...
ყველა ვარსკვლავი დავისაკუთრე
და დედამიწას ვუთხარი:
რა პატარა ხარ, ჩემს სიყვარულთან.
 










27.04.2010

* * *
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი... საქსოვი... ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მუხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...

მე შენ გაჩუქებ--------



მე შენ გაჩუქებ გაზაფხულის მზეს,

ლურჯთვალა იებს, ვარდების თოვას, აპრილის ქარებს,

წვიმას და ჭადრებს, ფოთლების ჩურჩულს, ჩიტების ლხენას...


მე შენ გაჩუქებ ლურჯთვალა ფიქრებს.

ცისფერ იმედს და ფრთათეთრ ოცნებას, სიჩუმეს, წვიმას, გვირილებს,…


შენს ბებერ კედელს,
შენს ჩუქურთმას,
ჩემგან უნახავს,
რამე სათქმელი ჩემთვის ხომ არ გადაუნახავს?
შენს ნაბზარებში ხომ არსად დევს ძველი წერილი?
წერის არმცოდნის, თუმცა სუფთად გადაწერილი.
და იმ წერილში ხომ არ მთხოვენ კირის დაცილვას?
რა მეკირე ვარ?
არ მოუკლავს კაცი დაცინვას!
იქნებ უჩემოდ ვერ გამოწვეს კარგად კრამიტი,
ან მთლელმა ქვისამ ვერ გააპო ზუსტად გრანიტი.
იქნება მნათემ არ აანთო გულით სანთელი,
ანდა სანთელი გახდა ისევ ჩამოსაქნელი.
უადგილოა ახლა, მართლაც, ჩემი დანდობა,
მაგრამ დარდისთვის წამალია სხვისთვის განდობა.
მანიშნე მაინც, შენს ჩუქურთმას, ჩემგან უნახავს,
ერთი ტკივილი ჩემთვის ხომ არ გადაუნახავს?
 




Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes