[usernames]'s blogs

nana45
52, Tbilisi, Georgia

21.12.2011

ღმერთო მომიტევე ფეხი თუ დამიცდა,
თქვენი გაზრდილივარ, ჩემით წამოვდგები..
მაგრამ დამიტოვეთ ცხელი დედამიწა,
ცაში ასაფრენად ჯერ არ გამოვდგები... :((


19.10.2011

აშენებაა ძნელი თორემ, ნგრევას რა უნდა...
გამთელებაა ძნელი თორემ, მსხვრევას რა უნდა...
გაცოცხლება თქვი თორემ სიკვდილს? წამები უნდა...
სიკეთე მითხარ,ბოროტება? არავის უნდა


http://b.pix.ge/r/3fpz4.jpg


მე ღარიბი ვარ,
როგორც აპრილი,
მე მარტოოდენ
ყვავილების ანაბარა ვარ...
და საკუთარი სიღარიბის დასაფარავად
შემოდგომამდის გასავლელი მრჩება მანძილი.
მე ღარიბი ვარ,
ღარიბი ვარ -
როგორც აპრილი,
ფესვიდან რტომდის
ფეთქავს სისხლი დაუღალავად...
და მომლოდინე სასოება
გულში ჩაღვრილა.
და მარტოოდენ
ყვავილების ანაბარა ვარ!


თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.


არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.


მე არ შემიძლია ავარიდო თვალი,
ჩემში უამრავი სახე ისარკება.
ხსოვნა ფიქრის ძაფით მაშინ იქარგება,
როცა ცის ბილიკებს დაუყვება მთვრალი
მთვარე და სიბნელე გადაიკარგება.

მე არ შემიძლია ავარიდო მზერა
წარსულისკენ წასულ ნისლის ფილაქანებს,
ანდა იმნაირებს, ანდა იმათგანებს,
ვისაც უბედობით ურჩი ბედისწერა
უჩინმაჩინივით სადღაც მიაქანებს.

ფიქრში სანთელივით იწვის გარინდება,
ზოგჯერ შეცნობილი ვეღარ შემიცვნია.
სიხარულიც დარდით მიტომ შემიცვლია,
რადგან სხვათაებრი გაცლა - გარიდება
მე არ შემიძლია.


როგორ მენატრები, სევდად მემატები
შენ კი სხვად ქცეულხარ ვხედავ,
ფიქრში გეძებ და ჩუმად გეფერები
მაგრამ ვერ გპოულობ ვერსად.
იცი უშენობა მე როგორ დამეტყო,
ვეღარც კი ვახერხებ ღიმილს,
ღმერთო, გევედრები სული დამიმშვიდე,
ღმერთო, ამარიდე ტკივილს...
ეხლა შენს მაგივრად ცრემლები დამამშვიდებს
გული ვერ პოულობს შვებას,
უსაზღვრო ლოდინით გადაღლილ თვალებში,
ბინა დაუდვია სევდას.
გულო დარდიანო, ეულად ქცეულო
გრძნობამ გაიხურა კარი,
იგი აღარ მოვა, იგი აღარ მოვა,
რეკავს სინანულის ზარი


თუ ვერ დავბრუნდი ჩვენი გრძნობით აგებულ გზებზე
ეს მონატრება ღიმილნარევ დარდებს შენისლავს,
გთხოვ,არ იტირო რომ ვერასდროს ვეღარ მიხილავ
რომ ვერ შევხვდებით მთვარის შუქზე ფოთოლცვენისას.

დასათვლელ დღეებს შერისხავენ ცივი ქარები
და მოგონებებს ვისაკუთრებ გამხმარ რტოებად,
თუ ვერ შევძელი სამოთხეში შენს სულთან ყოფნა
ვიცი რომ შემშლის ჯოჯოხეთში განმარტოება.

ვიცი გეტყვიან მერე ჩემზე ათასგვარ ჭორებს,
უჩემობაზე ცინიზმით რომ გული იჯერონ,
"არ უყვარდიო,დაგტოვაო" გეტყვიან ვიცი,
არ დაიჯერო,ძალიან გთხოვ, არ დაიჯერო.

არა,არ მინდა უშენობა ჭკუიდან შემშლის,
მონატრებისგან მერამდენე ღამეს განვიცდი,
თუ ვერ შევძელი შენს ფიქრებთან მოახლოვება
ამ უსასრულო ლოდინისთვის ნუღარ დამიცდი.

ოცნებებს ვებრძვი გადაღლილი ჰორიზონტიდან,
დღეს ბევრი მიხვდა,დარდიანი მგავდა ბუნება,
თუ ვერ დავბრუნდი ჩვენი გრძნობით აგებულ გზებზე
გთხოვ,მაპატიე შეშლილ პოეტს არდაბრუნება.
ნიკა კვესელავა


დაიგვიანე...
გულს ვერ უბრძანებ, ის ხომ სხვისია.
სულ არ გახსოვდი...
ნუ დაიბრალებ, ეგ ცრემლი სხვისი ღირსია.
ვისთან დამტოვე?
ფურცლებად დაშლილ გრძნობაზე ნაზად მიაწერ: "ვისია?”
თვალებს არ დახრი, წარბს არ შეიხრი,
ხელიდან ხელში გადასულ სითბოს
გრილად მოჰყვება დამწველი სიტყვა: "არავისია”...
ნუ დავიბრალებ, მეც ხომ არ ვიცი,
ცოტას დავიცდი...
ფიფქების გროვას ოცნება ქარგავს,
უშენოდ ცხოვრება ბევრ რამეს კარგავს...
დღეს გამიღიმე...
გაივლის წუთი და კვლავ ბავშვურად შემოგხვევ ხელებს.
გუშინ დამესიზმრე...
სუნთქვა შემეკრა და ქარს ვატანდი სიჩუმის ბგერებს...
სად ვარ? ვისთან ვარ?
ნუ დავიბრალებთ ნურაფერს ზედმეტს.
ვიცი, რომ მზერას ვერ გააყოლებ ჩემს მეტს...
ვერავის...
ვერავისთან...
ვერასდროს...
გავყვებით დროს
იქ, სადაც მოთოვს...
თვალებზე გაყინულ ცრემლებს გამითბობს მე შენი სუნთქვა და...
ფიქრებშიც მოთოვს...
ვარდისფრად მოთოვს...
ხელს ნუ შეახებ, კვალს ნუ დაატყობ,
დატოვე ასე მოსაფერები...
არ გინდა...
დაიგვიანე..
ნუ დაიბრალებ...
ნუ მეფერები...


გაიღიმეთ, ქალბატონო, განა თქვენი
სახის მწუხრით გადაჩრდილვა შეიძლება?!
გაიღიმეთ, მერე ალბათ ყველა დარდი,
სულ უბრალოდ, მოგონებით შეიცვლება.

ამ სიცივეს და სექტემბრის ყვითელ ფოთლებს,
აურიეთ,აურიეთ ნაბიჯები,
ნუ გგონიათ სიყვარული აღარ მოვა,
ნუ გგონიათ მარტოობით დაისჯებით.

რა კარგია, ქალბატონო, აი უკვე,
მაგ თვალებში ვარსკვლავები აციმციმდნენ,
აი, ასე მოგაწოდებთ თბილ-თბილ სიტყვებს,
თქვენ უბრალოდ ეცადეთ და დაიჭირეთ.

წვიმის სეზონს გადავურჩით, ახლა უკვე,
ნელა-ნელა შემოდგომა გვეპარება.
თქვენ იცით, რომ სევდიანი ისტორია,
სათითაოდ მოიზომეს მეძავებმა?!

გაიღიმეთ, ჩათვალეთ, რომ ბრძანებაა,
ვაჟკაცურად ეცადეთ და შეასრულეთ.
მე კი, ისე, ოქროს თევზის დასაჭერად,
თან გავყვები ძველთბილისელ მებადურებს...


← iepriekšējā 1 2 3 4 5 6 nākamā
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes