[usernames]'s blogs

nana45
52, Tbilisi, Georgia

10.08.2011

მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი,
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება,
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია...
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ?
რომ არავისთვის აღარ მცალია.
რომ მე სიზმრების უმეტეს ნაწილს
ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ...
და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არა მწყინს,
შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ.
დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება...
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი,
ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება...
შენ მოსვენებაც,ძილიც წამართვი


iepriekšējā 1 2 3 4 5 6 nākamā →
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes