[usernames]'s blogs

nana45
52, Tbilisi, Georgia

19.10.2011

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და
ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი ..


19.10.2011

შევავსოთ ერთხელ კიდევ ეს ჭიქა
არ შეიძლება ჩვენ ეს რომ არ ვთქვათ,
არ შეიძლება სუფრასთან, ჩვემთან
ეს სადღეგრძელო ჩვენ რომ არ შევსვათ

ამ ჭიქით მინდა დავლოცო ქალი
ვინც რომ სულ თავზე გვევლება ყველას,
მოდით დავლოცოთ ის ერთადერთი
ქალი რომელსაც ვეძახით დედას.


გაუმარჯოს იმ ადამიანს, ვისაც დღეში ერთხელ მაინც გაახსენდები.


19.10.2011

შენ არ ხარ ევა, მაგრამ ხარ ქალი
ეს ხომ ძვირფასო დიდი მადლია,
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი
მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია.
ხუმრობა იქეთ, მეც შემიყვარდი
ამოგლეჯილი შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დავთმობ იმ ნეკნის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი.


კიდევ ათასჯერ გამოიდარებს,
ცა დაიღვრება ცრემლად და თოვლად..
კიდევ ამოვა ვარდი, გვირილა
მაგრამ ვაი, რომ ჩვენ აღარ მოვალთ..
კვლავ დაამშვენებს ცას ცისარტყელა,
ვარსკვლავებს,მთვარეს კიდევ იხილავთ,
კვლავ გაგვაღვიძებს დილის მზის სხივი,
მაგრამ ვაი, რომ მე ვერ მიხილავთ..
უსიცოცხლობა გაგვიჭირდება,
გულს ეშინია გადავიწყების,
მოდით, ავიღოთ ხელში ფიალა
ერთად დავლიოთ არდავიწყების..
მოდით ავავსოთ თასი ცრემლებით,
კვლავ გავიხსენოთ წესი ბუნების,
მოდით,წამოვდგეთ ყველანი ფეხზე
და ერთად შევსვათ არდაბრუნების


19.10.2011

ჩუმად გასულა ლამაზი წლები
ის დრო ნანატრი სიყმაწვილისა
ის მონატრება და ის ფიქრები
და ოცნებები სიყვარულისა...

დავლოცავ ისეთ ლამაზ სიყვარულს,
რომელსაც არ ჰყავს ქვეყნად მტერია
და გაუმარჯოს იმ უთქმელ გრძნობას
თქმა რომ არასდროს არ უწერია...


19.10.2011

ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ვისაც კაცობა უნდა და დროში ვერ ეტევა


19.10.2011

აქეთაც ქარაფებია.... იქითაც ქარაფებია...

იცოცხლებ არაფერია....

მოკვდები არაფერია.....

ჰოდა ეს იმ ა რ ა ფ ე რ ს !!!! გაუმარჯოს,

რომელიც ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ა !!!!!


19.10.2011

მე ამ სასმისის არა ვარ ღირსი,
მაგრამ მომეცით, უნდა დავლიო,
უნდა დავლოცო ის სიყვარული,
მან ხომ ჩემს გრძნობებს მოუღო ბოლო,
მე ის გრძნობებიუნდა დავლოცო,
რომლებმაც ჩემი ფეხქვეშ გათელეს,
მე ამ სასმისით მინდა დავლოცო,
მისი გრძნობები, მე რომ გამთელეს.
არა ვარ ღირსი, არა ვარ ღრირსი,
მაგრამ მინდა, რომ მაინც დავლოცო,
მე სიყვარულის არა ვარ ღირსი,
მაგრამ მინდა, რომ ეს გრძნობა დავლოცო,
მე სიყვარულის არავარ ღირსი,
მე ეს გრძნობები ფეხქვეშ გავთელე,
არ დავაფასე როცა ვუყვარდი,
მერე კი იმათ თვითონ გამთელეს..


19.10.2011

მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია, მე კოცნის ზღვაში დავიხრჩობი ასე მგონია, ამბობენ, თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობა ქონიათ.


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes