მინდა ისე მაგრად ჩაგეხუტო,
ჩემს გულში დაგრვილი სითბო გადმოგედოს,
ცოტა შენც დაავადდე ჩემსავით სიყვარულით,
რომ მერე მაგ გულში კოცონად ამოგენთოს.
შენც გაიზიარო ეს გრძნობა სანატრელი
და მეც ამისრულდეს ოცნება, საწადელი,
მონასტრის გალავნიდან უჩუმრად გაპარული,
შენამდე მოღწეული, ფიქრებად დახატული.
როგორც აღსარებას ამ გრძნობას წარმოთქვამ
და როგორც ზიარებას მივიღებ სიყვარულს,
კვლავ დაველოდები მე უფლის განაჩენს
მორჩილდ გავყვები მის წმინდა ნაკვალევს...
უსიზმრო ღამეებში ნანახი ზმანებებით,
სანთლებად ანთეული თვალების გამოხედვით,
ამ ფიქრებს ჭიდილში გვიანღამ დავნებდები
და მერე ოცნებაში თერგს აღმა ამოვყვები.
გზადაგზა შეგიგროვებ თერგის მარგალიტებს,
მალულად მოვიპარავ შენთვის ცისარტყელას,
განა მისთვის მინდა ეგ ყელი დაგიმშვენოს?
უბრალოდ, შენ შეგერწყას ბუნების სილამაზე.
შენივე ფერებით ჩაიცვან ამ მთებმაც
და მერე დარიალმაც იქნებ გული გახსნას,
ვეღარსად გაუშვებს თერგს შეყვარებული
ყოველღამ მიუძღვნის ზვავების სერენადას.
და ასე გაგრძელდება საუკუნეები,
თუმც არ განელდება…