[usernames]'s blogs

IS Giorgi Khidesheli
32, Tbilisi, Georgia

შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით,
წელმოწყვეტილი იები მტკივა შენ მაპატიე,
თუ შემიყვარდი..
წუხელის წვიმამ დატბორა გზები
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში..
იასამნებად გეტყობა წლები 
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი..
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია..
მიყვარხარ – ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი,გეტყვი "ძალიან" !



ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არა და არ გაგეცინოს.
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად,
გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო, მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს,
და ენძელებიც იქცნენ იებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.
ხომ შეიძლება ლოცვას უსმენდე
და გულმა მაინც წყევლა ისურვოს,
ხომ შეიძლება სძულდე ვიღაცას
შენ კი ვერა და ვერ შეიძულო.
ჟამი-ჟამ მასთან ფიქრებსაც გაჰყვე,
მასთან შეხვედრით ცრემლები ღვარო,
ასე ხომ ხდებაი- უყვარდე ვინმეს,
შენ კი ვერა და ვერ შეიყვარო



ასეუბრალოდდაგასაგებად
თავსგაიმართლებწყევლისგანმყისვე,
თუმოსახდენიდღესარმომხდარა
ხვალემოხდებაასეთუისე.
ალბათრამდენჯერმუზამტკივანმა,
უძილოღამითთვალიაივსე,
მერეკიმაინც, გინდათუარა,
ჩაგძინებიაასეთუისე.
ჩაგძინებია, მაგრამუმალვე,
სიცხადისეტლი, ცრუდამერყევი,
შეგატორტმანებსდაბურანიდან
ასეთუისეგამოერკვევი.
გამოიღვიძებ, ზეცისანთებას
იგრძნობდაგრძნობაციყოსდღეგრძელი,
რომსინანულიდაპატიება
ასეთუისემაინცშესძელი.
არგამიჯავრდე, არაღმერთმანი
თუამსიტყვებითგაგაგულისე,
არაფერია, ჩვენერთმანეთის
ბევრი


ახალი წელი კარს მოგვადგა, მთელი ქვეყანა ახალ 2014 წელს იმედის თვალით შეცქერის და მოდით წელი სახალისო და საინტერესო თემებით გავაცილოთ, ახალ წელს კი აგრეთვე მხიარულად შევხვდეთ. ჩვენთან უცნაურობისა რა მოგახსენოთ მაგრამ გოზინაყი და საცივი ნამდვილად ბლომად იქნება, აგრეთვე ღვინო, კვლავ ღვინო, დილით ნაბხუსევი და საღამოს მთვრალი ხალხი. შემდეგ ეს ორომ-ტრიალი ჩაცხრება და ისევ მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ ეს ყველაფერი, ხომ ყოველმა ჩვენგანმა კარგად იცის, საინტერესოა როგორ ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქხალ წელს, სადამდე წვდება ადამიანთა ფანტაზია და რამდენად სახალისოა ესა თუ ის ტრადიცია მსოფლიოს გარშემო.

გერმანია

1. როდესაც უცნაურ საახალწლო ტრადიციებზეა საუბარი გერმანელები და ავსტრიელები ნამდვილი ჩემპიონები არიან ამ მხრივ, აღნიშნული უცნაურობის…



მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.


კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.


08.02.2013

რა დამაძინებს, რა დამაძინებს...

უსაშველოა წუხილი ჩემი.

შენი თვალების ზღვაში ჩავძირე

იმედისა და ოცნების გემი.

ვერ დამათრობდა კარგ თამადაც _

ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე.

რატომ შემხედე ასე თამამად,

თვალები რატომ შემომანათე...

მას მერე ჩემთვის ყველან ღამეა

და ყოველ წუთად უფრო ღამდება.

ჩემი სიმღერაც განა რამეა,

ოღონდ ეგაა - არ დამთავრდება.

რა დამაძინებს... რა დამაძინებს...

უკვე მეძინა მე ჩემი წილი...

მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ -

არ გეღირსება შენც ტკბილი ძილი.


iepriekšējā 1 2 3 nākamā →
Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes