[usernames]'s blogs

MaR
41, Tbilisi, Georgia



13.07.2014

"რა მოგიყვეთ....
ჩემი თავი მეათასედ მივატოვე...
***
მაგრამ სხვებისგან განსხვავებით
მას ყოველთვის ვუბრუნდები.....
არ ვიცი რატომ...
ალბათ ის ერთადერთია, ვისაც
ვერასდროს დავკარგავ სამუდამოდ...
**
ადამიანო . უნდა გაითავისო...რომ
იმდენად მცირე ხარ,,,,
იმდენად აუტანლად მცირე.....
უნდა ყველას მივარდე, ჩაეუხუტო და
უთხრა "მაპატიე""
***
"ვინც ნამდვილად მიყვარდა- ის ყოველთვის მღალატობდა....
ირონიაა სხვა თუ არაფერი....
როცა ძალიან გიყვარს- მცირედიც ღალატი გგონია...."
**
თუმცა გწამდეს,
რომ თუ შენივე გულში შობ სიკეთეს,
სხვის გულამდეც მიაღწევს და
აუცილებლად დადგება დღე,
როცა მტერიც მოყვარედ გაგიხდება...."

///// ანი ნოზაძე/////


მინდა იქ,სადაც საათის წიკ-წიკი არ ისმის, იქ მინდა,სადაც გრძნობები სიტყვებით არ ითქმის, სადაც ზღვა საამმოდ თბილი და მშვიდია, იქ მინდა,სადაც მწარეც კი ტკბილია. სადღაც იქ,სადაც მწველი მზეც გამათბობს, იქ მინდა,სადაც მზის ჩასვლაც დამატკბობს, იქ,სადაც არ იციან საათი რისია, სადაც არასოდეს არაფრის შიშია.


ეს ცხოვრება თამაშია, სინამდვილის თამაში და ჩვენც ყველა ჩართულნი ვართ ამ თამაშის თამაშში, რაც დრო გადის ყველას თავის, როლი ესადაგება, ზოგი უცბათ უღებს ალღოს, ზოგს კი უჭირს გაგება. ზოგჯერ მთავარ როლს გვთავაზობს, რეჟისორი მალული, ზოგჯერ მაყურებლის როლში ვსხედვართ გადაკარგულნი, ეს დროებაც სპექტაკლია, თან ფონად სდევს გალობა, და ყოველდღე ჩვენი როლის იქმნება რეალობა!


“ახლა სული მტკივა და ამ ტკივილის პატარ-პატარა სიკეთეების გამოჩინებით ვცდილობ. რატომ მტკივა სული? . . მეჩვენება, რომ ქვეყნად სიყვარული კლებულობს”

/რევაზ ინანიშვილი/


როგორი სიყვარულის ნაკლებობაა ირგვლივ...რა სიცარიელეა...რა უსულგულობა...რა გაუტანლობა...
არადა დღევანდელი დღეც გადის... ხვალე? არ ვიცი იქნება?...
ეს დღე არასოდეს დაბრუნდება, არასოდეს!
მომეფერე სანამ ვარ, მომაფერებინე სანამ ხარ, მომეცი საამისოდ გული წრფელი...
ნუთუ ასე ძნელია სითბოსა და სიყვარულის გაცემა?!
შემინდე... შემანდობინე... შენი გულწრფელობით...და მერე ერთად ვეახლოთ უფალს...
ხვალ, ან ზეგ...რავიცი, როცა ინებებს...
ნუ ვიქნებით გულცივნი და გულგრილნი, უსიყვარულოდ არ შეიძლება არსებობდე...
დაინახე ჩემში მხოლოდ კარგი, არ გამირთულო ჩემი ნაკლი...ის ხომ ისედაც მტკივა...
მოიწი ახლოს, მოგეფერო მინდა, მომეცი ნება მოგეფერო...დამანახე შენი გულწრფელი თვალები, რომ გულით მოგეფერო...
მომიშვი შენთან...ერთობაშია ძალა...ხომ წარმოგიდგენია რამდენი სიყვარული დაგროვდება ერთად ყოფნისას...
მოიწით ჩემთან...რომ
ჩაგეხუტოთ ადამ –ია–ნებო!!!


"მერე რა,თუკი ცხოვრება შენი, გაყენებს ტკივილს, რა მოხდა,თუკი შენი გული ხშირ-ხშირად ჩივის, მერე რა,თუკი სადარდებელს ვერავის ანდობ, და შენს ტკივილს და გულისნადებს ცრემლებით ახშობ. რა მოხდა,თუკი ზოგჯერ თეთრად ათენებ ღამეს და ოცნებებში ჩაძირული გაჰყურებ მთვარეს. ცხოვრება მაინც ლამაზია,სიკვდილს რად ნატრობ? გულს რატომ იტეხ, ნახავ, ვისაც ყველაფერს ანდობ! ცხოვრებამ დღეს თუ გადაგღალა, ხვალ ჰპოვებ შვებას, ნუ მისცემ შენს თავს მარცხისა და დაცემის ნებას!"


მთვარე ჩანს, უშენოდ ბინდდება,
აქა-იქ ანთებენ სინათლეს...
ზამთარი კვლავ გამიჭირდება,
დავხუჭავ თვალებს და გინატრებ...

...

ბოლოჯერ ცეკვავენ ფოთლები,
ქერუბიმთ-სამოთხის ბინადრებს
ვუხმობ და შენ დაგელოდები,
უდაბნოს წყალივით გინატრებ...

ცივი და თავნება ქარია,
ყოველთვის მალავდი სიმართლეს,
ღიმილში გამჩნევდი ძალიან,
კვლავ გავშლი ხელებს და გინატრებ...

/მამა პეტრე/


18.11.2014

გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე არაფერი ხდება და შენს სულში სიმშვიდე დაისადგურებს.


ვერ მოგიარე, ვერ შევასრულე
დანაპირები, აღთქმული, თქმული...
ბედნიერება იქცა წარსულად,
დაკოჭლებული ქვითინებს გული.

...

ვეღარც გული და ვეღარც გონება
ვერ დაგივიწყებს ვერც ერთი წუთით...
ჩემთვის ეს გაყრა თუ განშორება
ღმერთთან პირისპირ დარჩენას უდრის.

ოთარ ჭილაძე


Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes